გედი

შიშინა ან სისინა გედი (ლათ. Cygnus olor, რუსულად ЛЕБЕДЬ-ШИПУН )

8-13 კგ-ს აღწევს. ცურვისას მას კისერი ხშირად S ფორმის აქვს, ნისკარტი და თავი კი წყლისკენ ააქვს მიპყრობილი. კისერი მას სქელი აქვს. ზურგის კონტური მას კუთხოვანი აქვს. ფრენისას არ გამოსცემს ხმამაღალ ხმებს. გაღიზიანებისას აქვს შიშინა (სისინა) ხმა, რის გამოც მიიღო თავისი სახელწოდება.

ახლოდან ადვილი გასარჩევია შუბლზე არსებული გამონაზარდის მიხედვით.

გავრცელებულია შუა და სამხრეთ ევროპაში, აზიაში-მონღოლეთსა და ჩინეთის აღმოსავლეთით. ისინი ამ ტერიტორიებზეც კი იშვიაად გვხვდებიან.

ბინადრობს ტბებსა და წყალსაცავებში, ზოგჯერ ჭაობებშიც. ბოლო წლების განმავლობაში მათი რაოდენობა კლებულობს და საჭიროა მათი დაცვა. მათზე ნადირობა აკრძალულია.

შავი გედი (ლათ. Cygnus atratus) – ფრინველი გედების გვარისა, იხვების ოჯახი.

ზრდასრული გედები აღწევენ 110-140 სმ, ისინი შიშინა გედებზე ცოტათი პატარები არიან. იწონიან დაახლოებით 4-8 კგ-ს. შავ გედს სხვა გედებთან შედარებით უფრო გრძელი კისერი აქვს, ამიტომ მას შედარებით ღრმა ადგილებშ შეუძლია საკვების მოპოვება. მას ძლიერი კისერი აქვს, რასაც კისრის 31 მალა განაპირობებს.

ფრენისას ჩანს, რომ შავი გედის კისერი მთლიანი სხეულის ნახევარზე მეტს შეადგენს. ბუმბული და ფეხები შავი ფერის აქვს, თეთრი ფერის ბუმბული მოჩანს მხოლოდ მაშინ, როცა ის ფრთებს შლის. ფრთების ბოლოს, ბუმბული ხვეული აქვს. აქვს წითელი ნისკარტი, რომელიც ბოლოვდება თეთრი რგოლით. თვალის ფერი იცვლება ნარინჯისფერიდან ღია ყავისფრამდე.

გავრცელებულია ავსტრალიასა და ტასმანიაში. მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში შეიყვანეს ახალ ზელანდიაში, სადაც საკმაოდ კარგად შეეგუა ახალ პირობებს.

ის ხშირად ჰყავთ ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის პარკებში. შავი გედი უპირატესობას ანიჭებს მტკნარ და ნაკლებად ღრმა წყალსატევებს.

წყლის სხვა ფრინველებისაგან განსხვავებით, შავი გედი არ მიეკუთვნება გადამფრენ ფრინველთა რიცხვს. მიუხედავად ამისა, ის ძალიან მოძრავია და შემაწუხებელი ხმაურის არსებობის შემთხვევაში ხშირად ტოვებს ხოლმე ასეთ ადგილებს. ახალი ადგილი იშვიათად თუ იქნება 100 კმ-ზე უფრო დაშორებული ძველისაგან.

შავი გედი უმთავრესად წყლის მცენარეებითა და წყალმცენარეებით იკვებება, ასევე შეექცევიან მარცვლეულს: სიმინდს, ხორბალს. ხშირად მიირთმევენ ბალახსაც და ტირიფის ფოთლებსაც.

შავი გედები ბუდობენ კოლონიებში. ბუდეებს მცირე ბორცვის ფორმით აშენებენ. ხშირად რამდენჯერმე იყენებენ ერთსა და იმავე ბუდესაც. ბუდეს ორივე მშობელი აშენებს, ასევე ორივე მათგანი მონაწილეობს ბარტყების გამოკვებაში.

საინტერესო ფაქტი ისაა, რომ შავი გედების წყვილთა ერთი მეოთხედი ერთსქესიანია (უმეტესად მამლები ქმნიან ასეთ წყვილებს). ასეთი წყვილები ათბობენ კვერცხებს, მდედრებს კი აძევებენ.

მდედრი 4-8 მომწვანო კვერცხს დებს. კვერცხებს 6 კვირის მანძლზე მშობლები მონაცვლეობით ათბობენ. მამლები ხშირად ცუდად უვლიან კვერცხებს: ზუსტად ვერ ჯდებიან ბუდეზე და ავიწყდებათ კვერცხების გადანაცვლება. ისინი ერთად იცავენ ჭუკებს. მოზრდილი გედები 5 თვის ასაკში იწყებენ ფრენის სწავლას. ზრდასრულ ასაკს აღწევენ 2,5-3 წლის ასაკში.


One Response to “გედი”

  1. tamta
    shermazanashvili

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 29 other followers

%d bloggers like this: