თევზები და აკვარიუმები

სკალარია (ლათ. Pterophyllum, ინგ. Pterophyllum, Angelfish, რუს. Скалярии) აკვარიუმისტებს შორის ციხლიდების ოჯახის ყველაზე გავრცელებული წარმომადგენელია.

სკალარიას სამშობლო სამხრეთ ამერიკაა, კერძოდ მდინარე ამაზონის აუზი, სადაც ისინი ნელდინებიან მდინარეებში ბინადრობენ.

აკვარიუმებში საშუალოდ 10 წელი ცოცხლობენ, დაახლოებით 10 თვის ასაკიდან ეწყებათ სქესობრივი სიმწიფის პერიოდი, ამავე ასაკიდან იშლებიან მონოგამურ წყვილებად.

ძირითადად, სკალარიების სამ სახეობას გამოყოფენ: Pterophyllum scalare, Pterophyllum altum и Pterophyllum leopoldi.

თავიდან სკალარიების გამრავლება აკვარიუმისტებისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა, რის გამოც სკალარია იშვიათი თევზი იყო აკვარიუმისტთა შორის. პირველად მათი წარმატებული გამრავლება მხოლოდ მეოცე საუკუნის 20-იან წლებში მოხდა. 1940-50-იანი წლებისთვის კი მათ უკვე მასობრივად ამრავლებდნენ.

მათ სჭირდებათ დიდი და ღრმა (50 სმ და მეტი სიმაღლის) აკვარიუმი, რომელშიც ხშირი წყლის მცენარეები უნდა იყოს, რათა თევზებმა “განმარტოვება” შესძლონ. სკალარიებს ასევე სჭირდებათ თავისუფალი წყლის სივრცე თავისუფალი ცურვისთვის. წყლის ტემპერატურა საკმაოდ მაღალი უნდა იყოს – 26°, თუმცა მცირე ხნით მათ 18°-მდე ტემპერატურის წყალშიც შეუძლიათ ყოფნა.

სხვა ციხლიდების მსგავსად სკალარია უმთავრესად ცოცხალი საკვებით იკვებება. ის ძალიან სწრაფი თევზია, ხშირად იჭერენ გუპის, სხვა პატარ-პატარა თევზებს, ლიფსიტებსა და თავკომბალებს, ასევე სხვადასხვა მწერს. სკალარია ხშირად იკვებება წყლის მცენარეების ნაზი ფოთლებითაც.

მათი გასამრავლებლად უფრო მაღალი ტემპერატურაა საჭირო – 28-30°-მდე და ასევე წყლის ფართეფოთლიანი მცენარეები. როგორც თავში აღვნიშნეთ, სკალარია მონოგამური თევზია, ანუ ქმნის წყვილს. წყვილი ასუფავებს ამორჩეულ ფოთოლს, შემდეგ მდედრი რიგებად ყრის ქვირითს, მამრი კი სათითაოდ ანაყოფიერებს. ამის შემდეგ წყვილი “ბუდის” დაცვას იწყებს. მშობლები ლიფსიტებს ქვირითიდან გამოსვლაში ეხმარებიან და ფოთოლზე ათავსებენ, შემდეგ საგანგებოდ ამოთხრილ “ორმაში” გადაჰყავთ, სადაც ისინი 4-5 დღეს ატარებენ. თანდათან ლიფსიტები თავისით იწყებენ გადაადგილებას, დაახლოებით 2 დღის შემდეგ კი მშობლებს ისინი “სასეირნოდ” გაჰყავთ.

ამ პერიოდში მათ ცოცხალი საკვები სჭირდებათ. ლიფსიტები მალე გადადიან შედარებით დიდ საკვებზე – ციკლოპეპზე, ასე რომ მათი გამოკვება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ხშირად ფოთოლი, რომელზეც დაყრილია ქვირითი, მოყვარულებს სხვა აკვარიუმში ან ქილაში გადააქვთ, სადაც იგივე წყალი უნდა იყოს რაც პირვანდელ აკვარიუმში.

მდედრი სკალარია 600-მდე ქვირითს ყრის, გამოჩეკილი ლიფსიტების რაოდენობა ხშირშემთხვევაში ქვირითის მთლიანი ოდენობის ნახევარი ან ორი მესამედია.

სკალარიები მშვიდობიანი თევზები არიან, თუმცა გამრავლების პერიოდში ძნელად ეგუებიან სხვა თევზებს.


32 Responses to “თევზები და აკვარიუმები”

  1. გამარჯობათ
    კუდმახვილა თევზებზე გაქვთ რაიმე ინფორმაცია?

  2. gamarjobat,
    naxsenebia rom skalaria cocxali sakvebit ikvebeba, mainteresebs ra igulisxmeba am cocxal sakvebshi ?

  3. ancistrusebze da somikebze xom ar gaqvt rame inpormacia? damwyebi akvariumisti var da mainteresebs ras chamen dziritadad da ramdenis yolaa dasashvebi 200 litrian akvashi? exla myavs 100 litrashi 2 skalaria,2somiki,3ancistrusi da 1gupia. shegidzliat mitxrat eseni rogor gaamovkvebo tu sul ertia exla vachmev pirpitebi rom aris perad peradebi megas. dzalian damexmarebiit🙂

  4. madlobt gaixaret.

  5. xomaricit ramdenjer sheidzleba vachamo tevzebs dgeshi?

    • გამარჯობა
      თევზებზე დანამდვილებით ვერ გეტყვით, მაგრამ წამიკითხავს, რომ უმჯობესია ნაკლები აჭამო, ვიდრე ზედმეტი. დღეში რამდენჯერმე ჩაუყარეთ საკვები აკვარიუმში, მაგრამ ცოტ-ცოტა, რადგან თევზებმა მოასწრონ მისი შეჭმა. ის, რის ჭამასაც ისინი ვერ ასწრებენ, ფსკერზე ილექება და აჭუჭყიანებს წყალს აკვარიუმში.

  6. didi madloba gaixaret.:)

  7. gamarjobat vinmem tu icit rame damexmaret moklet….. xval momyavs gupiebi ai iiis lamazi kudebi ro aqvt da cocxladmshobiareebi ariaan.. mitxres rom tbili wyali scghirdebat 25 dradusidan zevit daa am yinvashi rogor gavatbo wyalii?

  8. თევზებს დღეში მხოლოდ ერთხელ უნდა აჩამოთ იმდენი რამდენსაც 1 წუთში შეჭამენ , ბევრი საჭმელის ჩაყრა არ შეიძლება რადგან: თევზები ძღომას ვერ გებულობენ და იხოცებიან :():

  9. თუ ვინმეს აინტერესებს თევზებზე რაიმე ინფორმაცია დამიკავშირდით : skype tazo.gelashvili odnoklassniki.ru tazo.gelashvili facebooke tazo.gelashvili 🙂 დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით🙂

  10. გუპიებს თბილი წყალი უნდათ მაგრამ თუ გამათბობელი არ გაქვთ არაუშავს რადგან ისინი 20 გრადუსიან წყალშიც თავს კარგად გრძნობენ 20 გრადუსი აკვარიუმში არის მხოლოდ ზამთარში🙂 , ოთახის ტემპერატურის მეშვეობით არის აკვარიუმში 20 გრადუსი🙂 ამიტომ არაა აუცილებელი გამათბობელი🙂

  11. gamarjobat mainteresebs rogor unda vicno mdedri da mamri skalaria?

  12. petushokebma gamochekes da ra unda vachamo dzalian patarebi arian

  13. gamarajobat sad shemizlia shevizino iabad tevzebi

  14. ikneb mitxrat iapad tevzi

  15. gamarjobat, dadianis 7 nomershi, qarvaslaSi, mesame sarTulze aris tevzebis da akvariumebis magazia fishopi sadac shedzlebt misageb fasebshi sheidinot tevzebic, akvariumic da kvela sachiro inventaric….

  16. რა ჯიშის თევზები შეიძლება გავუშვათ სკალარიასთან?

  17. titkmis weelia skaliarebi mkavs axlaxan dakares kviriti mwmendavebma sheujames, meore dges erti skaliari momikvda mizeze ra sheidzleba ikos didi madloba winaswar

  18. kedlis akvariumebi tu ainteresebs aq vinmes?

  19. me mkavs ori tevzi oqrosi 5-10 litrian akvariumshi romelic dzalian miyvarsssssss

  20. isini civiwylis tevzebi arian magram patara akvariumi 1-3tve acocxlebs amitoom minda rom shevagrovo puli da 50litriani akvariumi viyido

  21. radgan inpormacia vnaxe da iq ewera
    rom50litriani akva unda

  22. tankompiuteridan shevedi magaziebshi sadac mati pasiewera

  23. გამარჯობა ხომ არ იცით რას ჭამენ ლიფსიტები

  24. mdedri da mamri rogor gavarchio da gtxovt mipasuxet gupis chasma shesadzloa skaliarebtan da teleskopebtan””??

  25. ramdenxanshi gamoichekebian qviritdan ???????

  26. Gamarjobat myavs tritoni da ver uvli gayidva minda xo ar iyidit tqven

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: