არქივი

ძველი ამბები ბათუმის დელფინარიუმზე
ბათუმის დელფინარიუმის ხელმძღვანელობა და ქალაქის მერია რამდენიმე თვეა კატეგორიულად უარყოფენ დელფინარიუმში დელფინების არსებობას. ”ბათუმელებმა” მოიპოვა კადრები, რითაც დასტურდება, რომ დელფინარიუმში მართლაც ჰყავთ ზღვის ამ სახეობის ბინადრები. წყაროს ინფორმაციით, შავ ზღვაში დელფინები საქართველოს ხელისუფლების თანხმობით დაიჭირეს. შავ ზღვაში დელფინების დაჭერა, საერთაშორისო კონვენციებით, აკრძალულია.

”ბათუმელებისთვის” მოწოდებული ვიდეოკადრებით დასტურდება, რომ ბათუმის დელფინარიუმში რამდენიმე დელფინი ბინადრობს, რომლებსაც ამჟამად წვრთნიან. ეს ინფორმაცია “ბათუმელებს” სანდო წყარომ მოაწოდა. ის ასევე ირწმუნება, რომ დელფინები, საერთაშორისო კონვენციების დარღვევით, სწორედ შავ ზღვაში დაიჭირეს. ამ ინფორმაციას დელფინარიუმის ხელმძღვანელობა და ბათუმის მერია – იურიდიული მესაკუთრე, კატეგორიულად უარყოფენ.

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი (ვინაობა ამ შემთხვევაშიც კონფიდენციალურია) ”ბათუმელებს” დელფინების დაჭერის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას აწვდის. მისი თქმით, ბათუმის დელფინარიუმისთვის 20-მდე აფალინას სახეობის დელფინი გასულ წელს შავ ზღვაში დაიჭირეს: ”2009 წლის მაის-ივნისში, როცა თევზაობა აკრძალულია, შპს ”მადაის” თევზსაჭერი სეინერი დელფინების დასაჭერად გავიდა ფოთი-ყულევის მონაკვეთზე, კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ანუ აკრძალულ ზონაში. მათ აფალინას სახეობის 20 დელფინი დაიჭირეს. აფალინები ჯერ ურეკში გადაიყვანეს, ცნობილი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის დასასვენებელ სახლში, სადაც მას სპეციალური, ზღვის წყლის აუზი აქვს. ბათუმში ჩამოყვანილი დელფინებიდან ექვსი დაიღუპა. დარჩენილ 14 დელფინს დაემატა ორი ახალშობილი. ამჟამად დელფინარიუმში 16 ერთეული დელფინი ჰყავთ”.

წყარო http://netgazeti.ge/GE/18/News/2127/


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: