ბათუმის ზოოპარკი

ბათუმის ზოოპარკი

ბათუმის ზოოპარკის ისტორია

ზოოპარკის ისტორია იწყება 1898 წლიდან, როდესაც ბათუმის ცხოველთა დაცვის საზოგადოებამ ახლანდელი ზოოკუთხის ადგილზე დააარსა ე.წ. მანეჟი, სადაც სხვადასხვა სახეობის ცხოველები ბინადრობდნენ: მაიმუნები, დათვები, ძაღლები…

1933 წელს, როდესაც ქალაქის პარკი ბავშვთა პარკად გადაკეთდა, კვლავ დადგა საკითხი ზოოკუთხის მშენებლობის შესახებ. 1937 წელს გამოიყო 0,6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და მოეწყო გალიები. დროთა განმავლობაში ზოოკუთხე იცვლებოდა. 1971 წელს ხის ვოლიერები კაპიტალური ნაგებობებით შეიცვალა, გაიზარდა მობინადრეთა სახეობრივი შემადგენლობა. მაშინდელი ზოოკუთხის ბინადრები ძირითადად იყვნენ საქართველოს ენდემური ცხოველები: კავკასიური მურა დათვი, მგელი, ტურა, მაჩვი, მელა, ირემი, ბოცვერი. ასევე სხვადასხვა ეგზოტიკური ცხოველი და ფრინველი – მაიმუნი, შოტლანდიური პონი, არწივი, თუთიყუში, ფარშავანგი, ციცარი, დეკორატიული იხვი და სხვა.

2006-2007 წწ. განხორციელდა ზოოკუთხის ძირეული რეკონსტრუქცია, ამჟამად მისი ფართობი 2 ჰექტარზე მეტია. საფუძვლიანად კეთილმოეწყო ცხოველთა საბინადრო ვოლიერები, როგორც საზაფხულო, ასევე ზამთრის სადგომები. მათი კვების რაციონსა და რეჟიმს კვალიფიციური სპეციალისტები განსაზღვრავენ. ზოოკუთხის ადმინისტრაციულ შენობაში მოწყობილია საოპერაციო და ლაბორატორიული კაბინეტები. ზოოკუთხე დაყოფილია განყოფილებების მიხედვით 3 სექტორად – სექტორი A-ში არის პრიმატები და ფრინველები, სექტორ B–ში ჩანთოსნები, ხოლო სექტორ  C–ში ჩლიქოსნები. დღეისათვის გვყავს: ჩანთოსნებიდან: წითური კენგურუ; პრიმატებიდან: პავიანი ბაბუინი, პავიანი ჰამადრილი, იაპონური მაკაკა, მანდრილი, კატისებური ლემური, ლემური ვარი, მწვანე მაკაკა, ჰუმბოლტის ხშირბეწვიანი მაიმუნი, დე–ბრასა, დურუკული – ღამის მაიმუნი; ჩლიქოსნებიდან: ანტილოპა გარნა, ხალებიანი ირემი, ირემი აქსისი, კავკასიური შველი, ზებრა;ფრინველებიდან  (ორნითოლოგიური განყოფილება– თუთიყუშების: ჟაკოს, ყვითელშუბლა ამაზონის, კაკადუს 2 და არას 3 სახეობა.

უახლოეს მომავალში ამოქმედდება ბავშვთა კონტაქტური კუთხე. აქ პატარები არა მარტო დაათვალიერებენ ზოოკუთხის მობინადრე ცხოველებს, არამედ მათთან უშუალო  კონტაქტს ამყარებენ – მიაწოდებენ საკვებს, გაერთობიან მათთან ერთად, შეურჩევენ სახელებს და ა. შ. კონტაქტური ზოოკუთხისათვის  შეირჩა უსაფრთხო ცხოველები:  ბოცვერები, ზღვის გოჭები და ცხენები. კონტაქტური ზოოკუთხე თანამედროვე ზოოპარკების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც პატარებსა და დიდებში ცხოველებისადმი სიყვარულს, მათზე ზრუნვის სურვილსა და ნებისმიერი ცოცხალი არსების წინაშე პასუხისმგებლობის სურვილს აღძრავს.

წყარო: ბათუმის 6 მაისის პარკის ოფიციალური ვებ-გვერდი http://www.parkbatumi.ge/index.php?page=show&sec=14&lang=ge

ბათუმის ზოოპარკი შესაძლოა ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციაში გაწევრიანდეს.

ასოციაციის ექსპერტმა ჟერარ ბასსმა ზოოპარკი დაათვალიერა და შეფასებები გააკეთა.

ბათუმში ის პირველად ოთხი წლის წინ იყო და ამჯამად წელიწადში სამჯერ ჩამოდის. მისი თქმით, ყოველ ჩამოსვლაზე ზოოპარკი უკეთესდება.

ევროპის აკვარეუმებისა და ზოოპარკების ასოციაციაში 37 სახელმწიფოა გაწევრიანებული. ექსპერტი აცხადებს, რომ ბათუმის ზოოპარკი ამ ეტაპზე ნაწილობრივ აკმაყოფილებს ორგანიზაციის კრიტერიუმებს. არსებობს რიგი საკითხები, რომლებიც საჭიროებს ტრეინინგებს.

ასოციაციაში შესვლის შემთხვევაში, მოხდება ზოოპარკის განახლება და თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება.
წყარო: http://www.adjaratv.ge/ge/index.php?page=shownews&id=11053


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: