საინტერესო სტატიები და ცნობები

გთხოვთ!
ამ საიტიდან რომელიმე ფორუმზე ინფორმაციის განთავსების შემთხვევაში, მიუთითოთ პირველწყარო (ანუ ჩვენი საიტი) – www.FlorAnimals.wordpress.com

იცოდით თუ არა, რომ


1.   ქამელეონებს ენის გადმოგდება სხეულის სიგრძის ნახევარზე შეუძლიათ, გარდა ამისა მათ თვალების სხვადასხვა მიმართულებით შებრუნების უნარიც გააჩნიათ, რაც მათ, თავის ზედმეტი მოძრაობის გარეშე ირგვლივ ყველაფრის დანახვის საშუალებას აძლევთ.

2.   სამხრეთამერიკულ ელექტრული გველთევზას ელექტროგენერატორებს 1200 ვოლტამდე ძაბვის გენერირება შეუძლიათ, ანუ ეს საკმარისი იქნებოდა ექვსი ასვატიანი ნათურის ასანთებად.

3.   სირაქლემის კვერცხის ბოლომდე მოსახარშად (вкрутую) ის 40 წუთის მანძილზე უნდა ადუღოთ.

4.   ფრანგები მტრედებს მფრინავ ვირთხებს უწოდებენ.

5.   სინდიოფალას დღე-ღამეში 20 საათი სძინავს.

6.   ვეფხვებს არა მხოლოდ ბეწვი აქვთ ზოლებიანი, არამედ – კანიც.

7.   ჟირაფებს ყველაზე მაღალი არტერიული წნევა და ყველაზე დიდი გული აქვთ მთელ ცხოველთა სამყაროში.

7.   ჟირაფებს სრულიად შავი ენა აქვთ, რომლის სიგრძრც 45 სმ-ს აღწევს.

8.   ანტარქტიდაში მობინადრე ზოგიერთი თევზის სხეულის ტემპერატურა -1.7 გრადუსი ცელსიუსია.

9.   ვეშაპის გული წუთში მხოლოდ 9-ჯერ ძგერს.

10.   ქათმის ფრენის ოფიციალურად დაფიქსირებული ყველაზე დიდი დროა 13 წამი.

11.    ფოლკლენდის კუნძულებზე მცხოვრებ ყოველ ადამიანზე 350 ცხვარი მოდის (2000წ.), ახალი ზელანდიის ყოველ მცხოვრებზე კი – 20.

12.   სპილოს თავის ტვინის მასა, მისი მთელი მასის დაახლოებით 0.27%-ს შეადგენს.

13.  ზრდასრული ვეშაპი* 2 წამში 2400 ლიტრ წყალს შთანთქავს.

14.   მსოფლიოში ცნობილია კოლიბრის 300 სახეობაზე მეტი: წითელი, გრძელკუდა, ანგელოზისებრი, გიგანტური (რომელიც მერცხალს არ აღემატება =)) და სხვები…

15.   სკუნსს არ შეუძლია ერთდროულად კბენა და ჯირკვლებიდან სეკრეტის გამოყოფა =))

* – არ არის მითითებული სახეობა

წყარო: http://www.theanimalworld.ru/animals/facts/
თარგმანი As. Jikhashvili


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: