“ცხოველთა კრიტიკა”

გთხოვთ!
ამ საიტიდან რომელიმე ფორუმზე ინფორმაციის განთავსების შემთხვევაში, მიუთითოთ პირველწყარო (ანუ ჩვენი საიტი) – www.FlorAnimals.wordpress.com

1. ჟაკოს კრიტიკა

მაგარი მოლაპარაკეები, ინტელექტუალები, ოქროსმედლიანები იმიტაციის ჟანრში… კიდევ რამდენი ასეთი ისტორიის მოსმენა მოგიწიათ? რათქმა უნდა, ამ ყველაფრის გაგონებისას დაგებადებოდათ აზრი “მინდა!”. და აი აქ იწყება ყველაზე რთული, რატომ არავინ არ საუბრობს იმაზე თუ როგორი და რამდენი უარყოფითი თვისება გააჩნიათ მათ? სწორედ აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ მწარე სიმართლე ჟაკოს შესახებ, იმისათვის რომ დაფიქრდეთ და გაიაზროთ, თუ ვინ მოგყავთ სახლში…

1. ხმაური.
ჟაკო საკმაოდ ხმაურიანი ფრინველია. თუ თქვენ ხართ სიჩუმისა და სიმშვიდის მოყვარული, მაშინ ის ნამდვილად არაა თქვენი ვარიანტი. მას შეუძლია იხმაუროს, იღრიალოს, რამე მოითხოვოს მხოლოდ იმიტომ რომ ეს მას უნდა. ხშირია შემთხვევები, როდესაც ისინი ღრენენ. ჩვეულებრივ ღრენს მხოლოდ ველური ჟაკო, და როდემდე გააგრძელებს ღრენას მხოლოდ თვითონ იცის _ შეიძლება ერთი თვე, ან ორი, ან წელიწადი, შეიძლება მეტიც. თუ ჟაკო ლაპარაკობს, ჩვეულებრივ ის ამას ძალიან ხმამაღლად აკეთებს და მომაბეზრებლად. დილიტ ადრე ჟაკო კონცერტებს მართავს, თუ თქვენ დილით ძილი გიყვართ, ჟაკო ისევ არაა თქვენი ვარიანტი. თქვენს გარდა მან თავი შეიძლება თქვენს მეზობლებსაც მოაბეზროს.
2. ჭუჭყი.
ჟაკო რეგულარულად იწმენდს თავის ბურდღებს, საიდანაც ბინაში მუდამ დაფრინავს ბუმბული. მათ უყვართ გალიაში ფრთების გაშლა და გავარჯიშება, რის შედეგადაც ბუმბული, ბურდღები და საკვების ნარჩენები თავისუფლად მოგზაურობენ თქვენს საცხოვრებელში. როგორც წესი ისინი გვიადვილებენ გალიის დალაგებას და თვითონვე ყრიან საკვების ნარჩენებს გალიიდან გარეთ. ორგანიზმის გათავისუფლება ფიკალური მასებისაგან გალიის შიგნითაც ყოველ მათგანს მშვენივრად შეუძლია, მაგრამ ისინი ამას სხვაგვარად აკეთებენ. ოთახში გამოშვებისთანავე ჟაკო ცდილობს ისე გაინთავისუფლოს თავი ფიკალური მასებისაგან, რომ ამ პროცესმა რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მოუტანოს მას, ანუ ამისათვის ის მზადაა დიდხანს ითმინოს, ვიდრე ეფექტურ “შლიოპს” გააკეთებს.
ამის გაკეთებას ის რა თქმა უნდა დიდი სიმაღლიდან შეეცდება, მაგალითად ჭაღიდან. ოთახის გაპილესოსება თქვენთვის ყოველდღიურ საქმიანობად იქცევა. მზად ხართ ამისათვის?
3. ურთიერთობა.
ჟაკო ზოგჯერ ისეთი თავისებურია, რომ ადამიანთან ურთიერთობა მას საერთოდ არ უნდა. ფრინველი იქნება განმარტოვებული, დაკავებული თავისი გადაუდებელი საქმეებით და ადამიანის მასთან ყოფნა მას მხოლოდ აანერვიულებს. თქვენი როლი იქნება განსაზღვრული მოსამსახურის დონეზე. საჭმლის მოტანა, გალიის დასუფთავება და სხვა. მზად ხართ ასეთი ურთიერთობისათვის? მაგრამ ხომ შეიძლება, რომ სწორედ თქვენი ჟაკო აღმოჩნდეს ასეთი – ყველა ჟაკო განსხვავდება ერთმანეთისაგან; არ არსებობს ორი ერთნაირი ჟაკო, ისევე როგორც, ორი ერთნაირი ადამიანი. ჟაკო შეიძლება მხოლოდ ერთ ადამიანს შეეჩვიოს, და რა გაგიკვირდეთ რომ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრმა მასთან თქვენზე ადრე დაამყაროს კონტაქტი, მაშინ როცა თქვენს დანახვაზე ის შიშისაგან სადმე დაიმალება. შეიძლება ასეც მოხდეს და მისთვის იმის ახსნას, რომ თქვენაც კარგი ხართ და მას არაფერს დაუშავებთ, უშედეგო იქნება და არარეალური. გახსოვდეთ ისიც რომ ჟაკოს არ უყვარს ბავშვები. მას ადვილად შეუძლია ბავშვის შეშინება და მისთვის რაიმე ზიანის მიყენება, მაგრად კბენა. ის ამას გააზრებულად გააკეთებს. ჟაკოს ინტელექტი არაფრით ჩამოუვარდება 3 წლის ბავშვის ინტელექტს. ჟაკოს უყვარს დომინირება. ის თქვენ ყოველთვის გამოგცდით, შეგამოწმებთ. მზად ხართ მუდმივი ომებისათვის ნაცრისფერ ტირანთან? მზად ხართ იმისათვის, რომ ის თავიშ თავს ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დააყენებს? დაფიქრდით…
4. ტრავმები.
ეს ნაწილი ყველაზე მტკივნეულია. ჟაკო იკბინება, თანაც იკბინება ძალიან მწარედ. კბენა, მხოლოდ აგრესიის ნიშანი არ არის, კბენის საშუალებით ისინი ესაუბრებიან ერთმანეთს. თუ თქვენ გაგიმართლად და აღმოჩნდით ის ადამიანი, რომელსაც ჟაკო ყოველდღე ეთამაშება მზად იყავით იმ ტკივილისათვის, რომელიც ჟაკომ შეიძლება თქვენ მოგაყენოთ. ფრთხილად იყავით, დაიცავით ყურები, რადგანაც მას ისინი რატომღაც ძალიან უყვარს. ასევე გაუფრთხილდით თვალებს. აგრესიის საფუძველზე კბენა ის ისე სწრაფად გიკბენთ, რომ თქვენ თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებთ.
ჟაკომ ერთ წუთში თქვენი ხელი ისე შეიძლება დაამუშავოს, რომ თქვენ მხოლოდ მისი სისწრაფის გაგიკვირდეთ, და იოდისა და სახვევი მოტანა დაგჭირდეთ. რა თქმა უნდა ყველა მათგანი არა არის ასეთი, არ იკბინებიან, არ არიან ასეტი ეგოისტები მაგრამ ასეთი ჯაკო იშვიათობაა, და არ შეიძლება ითქვას რომ მაინც და მაინც ასეთი წყნარი მოგიწევთ. კარგი გამონათქვამია: რახან არის ნისკარტი, ამიტომ ყოველთვისაა მოსალოდნელი კბენა, ყველაზე წყნარი ფრინველისგანაც კი.
5. ემოციები.
ყველა ზემოთთქმულთან ერთად შეუძლებელია არ შევეხოთ ჟაკოს ემოციონალურ პრობლემებსაც. იმ ჟაკოსაც კი, რომელიც მუდამ გალიაში ზის, არაფრის ეშინია და ადამიანისგან მოვლის გარდა   არაფერი ესაჭიროება, რაიმე გასართობი უნდა ჰქონდეს. ამისათვის იდეალური ვარიანყია თუთიყუშების სათამაშოები. თქვენ უნდა ასწავლოთ მას თამაში, რასაც თვითონ ნაკლებად ისწავლის და რაც დაგღლით და გაგაღიზიანებთ. ისიც უნდა იცოდეთ რომ სათამაშოებს მუდამ გამოცვლა სჭირდება, ვინაიდან ჟაკო მათ სწრაფად აფუჭებს ან კიდევ ბეზდება. როცა ასეთ ჟაკოს სათამაშოები აღარ ააქვს, ის თამაშს იწყებს თავისი ბუმბულით. თავიდან ამის შემჩნევა არც თუ ისე იოლია, შემდეგ კი ეს “თამაში” გადადის დაავადებაში (რუსულიდან კალკირება ვერ გავაკეთე ისე რომ ლამაზი სიტყვა გამოსულიყო. თუთიყუში სტრესის პერიოდში, ანუ როცა ის მოწყენილია, არავის აინტერესებს თავს ირთობს თავისი ბუმბულის ამოღებით, რაც საბოლოოდ მისი სიკვდილით შეიძლება დასრულდეს. როცა მას ბუმბული უმთავრდება სხეულზე, ის ხორცს იგლეჯს, რის გამოც კვდება.)
6. საშიშროება.
ბუნებაში ჟაკოს ბევრი მტერი ჰყავს, მაგრამ ადამიანის საცხოვრებელშიც არა ნაკლები, მეტი თუ არა. ჟაკო “ელექტრიკია”, მას აინტერესებს ყველაფერი   ის რაც დაკავშირებულია ელექტროობასთან: მავთულები, ელექტრო-ტექნიკა და სხვა. “რაზეტკის” დაშლა მათ შეუძლიათ 1-2 წუთის განმავლობაში. წარმოიდგინეთ რა შეიძლება მოყვეს ამას?! ან კიდევ რით შეიძლება დამთავრდეს კომპიუტერის ან სხვა რაიმე ელექტრო-ტექნიკის მავთულის გადაღრნა?! ჟაკოს ყოველთვის თვალყურის დევნება ესაჭიროება. გალიის გარეთ მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.
7. კვება.
ჟაკოს, ისევე როგორც ყოველ ცოცხალ ორგანიზმს, ესაჭიროება სწორი კვება. გაიხსენეთ ბავშვობა: ყველაფერი სასარგებლო არასოდეს ყოფილა გემრიელი და პირიქით. ეხლა კი ამ სიტუაციაში წარმოიდგინეთ ჟაკო. თქვენ ძალიან დიდი დრო დაგჭირდებათ იმაში, რომ მიაჩვიოთ ის სწორ კვებას. ამაზე შეიძლება არაერთი წელი დახარჯოთ. ჟაკოს სწორი კვება არც თუ ისე იაფი ჯდება. კარგი ხარისხის კვებისა და ვიტამინების პოვნა, სიძვირის მიუხედავად არც თუ ისე იოლია. ამას დაუმატეთ ხილისა და ბოსტნეულის ღირებულება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.
8. იმიტაცია.
აი ეს არის ჟაკოს “კოზირი” გაიფიქრებდით თქვენ, მაგრამ აქაც შეიძლება შევცდეთ. რა თქმა უნდა ჟაკო ყველაზე კარგი იმიტატორები არიან, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომლებმაც შეიძლება ესეც ვერ შესძლონ. არიან თუთიყუშები რომლებიც დიალოგში ებმებიან, ზუსტად თემაში პასუხობენ, მაგრამ ასეთები ერთეულენი არიან; ზოგიერთმა შეიძლება სხვადასხვა ხმები გაიმეორონ, მაგრამ ადამიანის საუბრის იმიტაცია ვერ შესძლონ.და საიდან იცით რომ მაინც და მაინც თქვენი ჟაკო იქნება ვუნდერკინდი? სამწუხაროდ ადამიანი, რომელიც ჟაკოს ყიდულობს როგორც იმიტატორს, ხშირად მოტყუებული და ძალზე გულდაწყვეტილი რჩება, როდესაც აღმოაჩენს, რომ მის ჟაკოს არ ააქვს იმიტაციის ტალანტი. სამწუხაროდ შეუძლებელია თვალით მიხვდე ილაპარაკებს თუ არა თუთიყუში. ზოგჯერ მოლაპარაკე თუთიყუშებიც შეიძლება დამუნჯდნენ. ეს ჩვენთვის მიუღებელია მაგრამ ამ დროს მათ რაღაც აწუხებთ, რაღაც არ მოსწონთ.

4 Responses to ““ცხოველთა კრიტიკა””

  1. N2 tavi momecona:)

  2. მაინც მინდა ჟაკო მყავდეს… ^_^ მე კი ვარ ჩუმი, მაგრამ ხმაურიანი გამომაცოცხლებს :დ

  3. თუთიყუში როდის ჩეკავს და დრო მაინტერესე
    ბს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: