საქართველოს ფლორა და ფაუნა NEW

ჩვენი საიტის მეგობრის სტატია:

* * * 

დედამიწაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების 25 ” ცხელ წერტილს” გამოყოფენ, რომლთა შორისაა საქართველოც.იგი იმ 200 ეკორეგიონს შორისაა მოქცეული, რომელიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერაა გამოყოფილი ისეთ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორიცაა: ენდემიზმის დონე, ევოლუციური პროცესები, სახეობრივი მრავალფეროვნება, ტაქსონომიური უნიკალურობა, ფლორისა და ფაუნის ისტორიული განვითარების თავისებურებები, ევოლუციური პროცესები,ბიომების იშვიათბა და მცენარეული ტიპების მრავალფეროვნება. საქართველოში სულ გავრცელებულია მსხვილი ძუძუმწოვრების სამი რიგი: მტაცებლების, წყვილჩლიქოსნების, ვეშაპისნაირების-30 სახეობა. წვრილი ძუძუმწოვრების 79 სახეობა: ხელფრთიანების- 29, მღრღნელების -39, მწერიჭამიების-10 და კურდღლისნაირების 1 სახეობა. რაც შეეხება ფრინველებს, საქართველოში გვხვდება 300-ზე მეტი სახეობა. ქვეწარმავლებიდან გავრცელებულია 50-ზე მეტი სახეობა. ამფიბიებიდან 12 სახეობა. თევზებიდან კი 80 სახეობა, რომელთაგან უმრავლესი ენდემურია. საქართველოს ისევე როგორც მთელი კავკასიის ბიომრავალფეროვნება უკიდურესი საფრთხის წინაშეა. მაღალ მთიანეთში პირუტყვის ინტენსიურმა ძოვამ გაანადგურა მცენარეული საფარის დიდი ნაწილი, რამაც ხელი შეუწყო მიწის ეროზიებს. ტყეების უმეტესი ნაწილი კი განადგურებულია ადამინის მიერ. საქართველოში ბიომრავალფეროვნებაზე მოქმედი საფრთხეებიდან აღსანიშნავია: ბრაკონიერობა, ტყის მასივების გაჩეხვა, გადაჭარბებული ძოვება, მცენარეთა და ცხოველთა სახეობებით უკანონო ვაჭრობა, თევზის რესურსების გადამეტებული მოპოვება, მდინარეებისა და წყალჭარბი სავარგულების დაბინძურება. შედეგად, ადგილი აქვს ცოცხალი ორგანიზმების საცხოვრებელი გარემოს დეგრადირებას, სახეობათა რიცხოვნობის კლებასა და ეკოლოგიური პროცესების რღვევას – ყველაფერს ერთად კი მივყავართ ბიომრავალფეროვნების განადგურებისკენ.

ამ სავალალო მდგომარეობის შედეგია, რომ საქართველოს ფაუნიდან 141 სახეობა შეტანილია წითელ ნუსხაში. აქედან:

– 11 სახეობას მინიჭებული აქვს კრიტიკულ საფრთხეში მყოფის სტატუსი (CR)
– 32 სახეობას – საფრთხეში მყოფი სტატუსი (EN)
– 5 სახეობას – ეროვნულ დონეზე გადაშენებულის სტატუსი (RE), ხოლო
– 93 სახეობას მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია (VU).

საქართველოს ფლორიდან 56 სახეობაა შეტანილი წითელ ნუსხაში, საიდანაც:

– 36 სახეობას მინიჭებული აქვს მოწყვლადის (VU) სტატუსი
– 18 სახეობას საფრთხეში მყოფის (EN) სტატუსი, ხოლო
– 2 სახეობას კი კრიტიკულ საფრთხეში მყოფის სტატუსი (CR)

სტატიის ავტორი: ვახტანგ მამალაძე

* * *

ცხოველთა სამყარო ბუნებრივი გარემოს ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია.
საქართველოს ცხოველთა სამყარო წარმოადგენს ქვეყნის და ასევე მსოფლიო ბიოლოგიური მრავალფეროვნების უმნიშვნელოვანეს ნაწილს. მას განსაკუთრებული ადგილი უკავია ბიოსფეროს დაცვისა და მდგრადობის შენარჩუნების. აგრეთვე საქართველოს მოქალაქეთა სულიერ და მატერიალურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისა და მომავალი თაობის აღზრდის საქმეში.
საქართველოს სახმელეთო ტერიტორიის, საჰაერო სივრცის ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ფარგლებში არსებული ცხოველთა სამყარო საქართველოს ეროვნული სიმდიდრეა და მას სახელმწიფო უნდა იცავდეს.
სამწუხაროდ სახელმწიფო ვერ აკონტროლებს გარეულ ცხოველთა უფლებების დაცვას, რისი მომსწრეც ორიოდე დღის წინ კურიერში გაკეთებული სიუჟეტიდან- მელიის ცოცხლად გატყავების ფაქტი მოწმობს.. ანალოგიური შემთხვევები ხშირია საქართველოში რაც კანონმდებლობის მიხედვით დასჯადია, მაგრამ შედეგი არანაირი , არავინ არ დასჯილა.
ეს ვანდალური ფაქტები უნდა აღმოიფხვრას და ბოლო მოეღოს ცხოველების წვალებას! ცხოველი იმსახურებს პატივისცემა და კარგ მოპყრობას!
ხშირია გარეულ ცხოველთა დატყვევების ფაქტები, რესტორნის ტერიტორიებზე. საკმაოდ ცუდ პირობებში ჰყავთ დატყვევებული დათვები, მელიები, მგლები, შვლები, რაც რესტორნებისთვის ერთ-ერთ სარეკლამო ხრიკს წარმოადგენს ეგზოტიკური სანახაობის თვალსაზრისით.
ჩვენ ბევრჯერ მივმართეთ პროტესტით მსგავს დაწესებულებებს ჩავრთეთ სამართალდამცავი ორგანოები, მაგრამ შედეგი არანაირი.
ზოოპარკი კი არ ღებულობს მსგავს ცხოველებს. ტყეში კი მათი გაშვება უკვე აღარ შეიძლება რადგანაც დაკარგული აქვთ თვითგადარჩენის ინსტიქტი, მათ უკვე საკვების მოპოვების უნარი აღარ შესწევთ, ისინი დამოკიდებულები არიან ადამიანზე.
სწორედ, ამიტომ ადამიანმა არ უნდა დაატყვევოს ცხოველები, საბოლოო ჯამში სავალალო შედეგით სრულდება მათი ყოფა.
ჩვენ სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება ვთავაზობთ ყველა არასამთავრობო ცხოველთა დამცველთა ორგანიზაციებს ჩავატაროთ
ცხოველთა სამყაროს დაცვის მომიტორინგი გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად.
ცხოველთა სამყაროს დაცვის მონიტორინგი წარმოადგენს ცხოველთა სამყაროს მდგომარეობაზე დაკვირვების და მიღებული ინფორმაციის ანალიზის ერთიან სისტემას.
ჩვენი ერთიანი ძალისხმევით კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ ცხოველთა გადარჩენის საქმეში.
სამწუხაროდ, ის ფაქტი რომ ბევრი ცხოველთა პოპულაცია გადაშენების პირასაა რეალობას წარმოადგენს.
ერთ-ერთ ასეთი იშვიათი სახეობაა კავკასიური როჭო,რომელის დედამიწის ძალიან მცირე ნაწილში- მხოლოდ კავკასიის მთებში ბინადრობენ და ჩვენს ბუნებას ამით უფრო მიმზიდველსა და უნიკალურს ხდის. სამწუხაროდ, კავკასიურმა როჭომ, შესაძლოა, უახლოეს 20- 30 წელიწადში უკვე თითქმის გადაშენებული სახეობების -ლეოპარდის, ქურციკის, აფთრის, გავაზის და სხვა ლეგენდათქცეული ჩვენი ფაუნის წარმომადგენლების ბედი გაიზიაროს. გავრცელების ვიწრო არეალისა და ადგილსამყოფელის დეგრადირების გამო იგი გადაშენების საფრთხის წინაშეა და გლობალურად საფრთხის ქვეშ მყოფ ფრინველებს მიეკუთვნება- შეტანილია როგორც საეთაშორისო წითელ ნუსხაში, ასევე ევროპაში საფრთხის ქვეშ მყოფ ფრინველთა სიაში და მისი გავრცელების ყველა ქვეყნის (რუსეთი, თურქეთი, ირანი სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო)წითელ წიგნში. ეს კი ნათლად მიუთითებს, რომ მის გადასარჩენად განსაკუთრებული ზომების მიღებაა საჭირო. ამ ფრინველისთვის ძირითად პრობლემებს მისი ადგილსამყოფელის შემცირება, დეგრადირება და ფრაგნენტაცია წარმოადგენს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბრაკონიერობა და ადამიანის მხრიდან შეწუხების ფაქტორი. კავკასიური როჭოს მთლიანი რაოდენობისა და გავრცელების არეალის ნახევარზე მეტი საქართველოს ტერიტორიაზეა, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას-იგი ჩვენი მთებისა და ქვეყნის სიამაყეა და მისი შენარჩუნება ჩვენი ეროვნული ვალია.
მონადირეთა ქმედებები კონტროლს არ ექვემდებარება, სადისტურად ხდება გარეულ ცხოველთა კვლა, ცოცხლად გატყავება, ბრაკონიერობა, ხაფანგების არსებობა ტყეში (კანონით იგრძალება) რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ფაუნას გადაშენება ემუქრება ახლო მომავალში.
ეს საკმაოდ შემაშფოთებელი ფაქტია და მას სერიოზული ყურადღების მიქცევა სჭირდება როგორც ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ.

სტატიის ავტორი: საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ მამალაძე


30 Responses to “საქართველოს ფლორა და ფაუნა NEW”

  1. samtuxaro aris rom sakartveloshi totaluri brakonieroba xdeba yovel fexis nabijze shexvdebi brakonierebs saxemtifo arafers ar aketebs tele radio eterit ar gadis gasademebi bunebis dasvaze samagiereod gadis gadasemebi romlis komentaris ar girs . bunebis da sxovelta dasvis organizasiebi ar aktiuroben.

    • მოგესალმები ლუკა🙂
      გეთანხმები, რომ ბრანოკიერობა ჩვენთან საკმაოდაა გავრცელებული და მის აღკვეთაზე ნაკლებად ზრუნავენ. ამას წინათ სტატია წავიკითხე ჟურნალ ლიბერალში, სადაც წამოჭრილი იყო თემა ხეების უკანონო მოჭრაზე. ამ სტატიის წაკითხვი შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სიტუაცია ამ მხრივ საკმაოდ რთულია. თუმცა, იმასაც აღვნშიშნავდი, რომ ცალკე, ქართული არხის შექმნა ცხოველებზე საქართველოში უპერსპექტივო იქნება, ვინაიდან მასშტაბები არ გვიწყობს ხელს და რაც მთავარია საზოგადოების მოთხოვნა და ინტერესიც არ შეინიშნება🙂
      ასე, რომ ეს უფრო შორეული პერსპექტივაა🙂
      მადლობა თქვენი წერილისთვის🙂

  2. madloba gamoxmaurebistvis 🙂 me vigulisxme sazogadoebrivi arxi romelzes sheidleba tundas kvirashi erti saati dautmon Semesnebit gadasemas bunebis da sxovelta dasvaze xolo ras sheexeba salke arxs getanxmebi shoreuli perspektivaa. komunistebis dros maxsovs gadioda tele eterit bunebis kari .

    • კი, მერეც გადიოდა ეგ გადაცემა, წამყვანიც შესაფერისი ჰყავდა – დრაზდოვი🙂
      გეთანხმები, რომ საზოგადოებრივ ან რომელიმე სხვა არხზე კვირაში ერთხელ მაინც უნდა მომზადდეს კარგი გადაცემა, სადაც მიმოიხილავენ არა მხოლოდ პრობლემატურ საკითხებს, არამედ გაგვაცნობენ როგორც ჩვენი ქვეყნისა და საერთოდ კავკასიის, ისე შეძლებისდაგვარად მთელი პლანეტის ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლებს. თუ ასეთი გადაცემა ახლო მომავალში გაკეთდება, კარგი იქნება თუ მას მიეცემა, არა დიალოგის ფორმა ექსპერტსა და ჟურნალისტს შორის, არამედ შემეცნებითი ვიდეომასალა, რომელსაც თან ახლავს წამყვანის კომენტარები.

  3. გეტანხმებით ბრაკონიერობა ყოვლადუტანელი რამ არის ,
    ადამიანი ყოველი მისი დაუდეგარი მოქმედებბით ზიანს აყენებს ცხოველებსა თუ ფრინველებს ვეცადოტთ არ დავანაგვიანოთ გარემო და მოვიტხოვოთ პოლიეთინელის პარკის ხმარებიდან ამოღება

  4. me dzalian miyvars saqartvelos istoria da yvelaferi rac mis shesaxeb arsebobs frinvelebi,cxovelebi florasa da faunas warmomadgenlebi

  5. D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D::D:D:D:D:D:D:D::D:D:D:D:D:D:DD::D:D:D:DD::D:D:D:D:D::D:D:D:D:D:D:D

  6. sdfskafda

  7. me dzalian vcuxvar rom saqartvelos flora da fauna ar aris gansakutrbuli

  8. cudia

  9. : D😀😀

  10. 😀😀 magaraiaaaa

  11. ais ra

  12. :P:P:P:P

  13. kaia

  14. magaria

  15. anakliashi ra xdeba?aravin ar dainteresda amita da es magizhebs.gawkvites portugaliidan moprenili samajuriani plamingoebi….kondomebis xarisxs arkveven…

  16. me miyvars istoria

  17. 😀

  18. რეებს ბაზრობთ ჩვენზე ანსაკუტრებული ფლორა და ფაუნა არავის აქვს . არ გიკვირთ რომ ესეც გავაქ ამ პატარა ქვეყანაში
    ერთად უნდა გადავარჩინოტ საქარტველო და მისი ბუნება

  19. 🙂🙂

  20. (y)

  21. very good

  22. ❤❤❤

  23. magaria (;

  24. Magariaaaa

  25. მაგარია ძალიან მაგარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: