დიდი ყვითელქოჩრიანი კაკადუ

გთხოვთ!

ამ საიტიდან რომელიმე ფორუმზე ინფორმაციის განთავსების შემთხვევაში, მიუთითოთ პირველწყარო (ანუ ჩვენი საიტი) – www.FlorAnimals.wordpress.com

დიდი ყვითელქოჩრიანი კაკადუ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კაკადუა. ტანის სიგრძე 48-55 სანტიმეტრია. ფრთის – 30-39 სანტიმეტრი. წონა მამრის – 810-950, მდედრის კი 850-980 გრამი. სხეულის ძირითადი შეფერილობა თეთრი აქვს. ფრთებისა და კუდის ქვეშ ღია ყვითელი შეფერილობა ააქვს. ქოჩორიც ყვითელი აქვს. ის შემდგარია წაგრძელებული ფორმის ბურდღებისაგან. თვალის ირგვლივ, ბუმბულით შეუმოსავი ნაწილი თეთრი ფერის აქვს.ნისკარტი შავი აქვს, ფეხები რუხი. მამრს თვალი შავი აქვს, მდედრს კი ყავისფერ-წითელი.


გავრცელებულია ახალი გვინეის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ავსტრალიის ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით; კუნძულებზე ტასმანია და კენგურუ. ბინადრობენ ევკალიპტისა და პალმების ტყეებში, ბაღებსა და სავანებში, აუცილებლად წყალთან ახლოს. ამ ფრინველების ჯგუფებში დაახლოებით 60-დან 80 კაკადუმდეა.
ბუდობენ წყალთან ახლოს მდებარე, მაღალი ხეების, ძირითადად ევკალიპტის ფუღუროებში. ბუდე არის 4-დან 30 მეტრამდე სიმაღლეზე. თუ არ არის საკმარისი ხეები, ბუდობენ კლდეებში. ბუდის მშენებლობაში მონაწილეობას ორივე მშობელი იღებს. ბუდეში მდედრი 1 ან 2 კვერცხს დებს. დღისით კვერცხზე ორივე მშობელი ზის მონაცვლეობით, ღამით კი მხოლოდ მდედრი. მამრს ამასობაში ბუდის შესასვლელთან ძინავს. 30 დღის შემდეგ იჩეკებიან ბარტყები. ისინი ბუდეში 10-12 კვირას ატარებენ. შემდეგ კი გამოდიან, მაგრამ მშობლები მათ კიდევ 6 კვირას უვლიან. ეს თუთიყუშები სარგებლობენ ძალიან დიდი პოპულარობით ბუნების მოყვარულთა შორის. ისინი ჩქარა ეჩვევიან ადამიანს და ძალიან ერთგულები ხდებიან. ეს თუთიყუშები არ არიან კარგი მოლაპარაკეები, მაგრამ ადვილად სწავლობენ სხვადასხვა ტრიუკებს. მათი დანახვა ხშირად ცირკშიც შეიძლება. სიცოცხლის ხანგრძლივობა 50-70 წელი.
ძალიან უყვართ წვიმის ქვეშ ბანაობა. ღამეს მაღალ ხეებზე ატარებენ. ყველაზე მეტად აქტიურები დილითა და შუადღეზე არიან. გათენებისას მიფრინავენ წყალთან. დღის ცხელ მონაკვეთსი ისვენებენ ხის ჩრდილში. დაფრინავენ სწრაფად, ფრენისას გამოსცემენ არასასიამოვნო ხმას. მათი ხმა დიდ მანძილზე ისმის. დღის უმეტეს ნაწილს ხარჯავენ საკვების პოვნაში. ძირითადად ხეებზე იკვებებიან, ზოგჯერ მიწაზეც. საკვებით სავსე ხეებზე უამრავი ყვითელქოჩორიანი კაკადუ იკრიბება. მათმა რიცხვმა რამოდენიმე ასეულს შეიძლება მიაღწიოს.
ძირითადად იკვებებიან სხვადასხვა ნაყოფით, თხილით (ფიჭვის), კვირტებით, კენკრით, ყვავილებით, თესლებით, ბალახის ფესვებითა და სხვადასხვა მწერებით. ითვლებიან მავნებლებად, რადგან აზიანებენ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს.

As. Jikhashvili

Advertisements

11 Responses to “დიდი ყვითელქოჩრიანი კაკადუ”

  1. chems deidashvils yavs aras da kakadus zalian bevri bartki vinmes tu moundeba kidva am linkze momweros aras nair nair ferebshi kidis 1300.larad da kakadus120.larad

  2. Me irakli var chems tutiyushs pechi hqvia kuwi aeshala ra vqna?

  3. mainteresebs ra girs es kakadu kvelaze iapiani romeli iqneba daaxloebit patara asakis rom ikos :* winaswar didi madloba gamagebinet adgil samkopeli sadac sheidzleba vikido ! 🙂

  4. ra girs

  5. kakadu 120 larad?? minda sad seidzleba sevxvde

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: