სენეგალის თუთიყუში

სენეგალის თუთიყუშის სიგრძე 22-25 სმ-ია. იწონის დაახლოვებით 125-170 გრამს. შეფერილობა ძირითადად მწვანე აქვს. სხეულის ზედა ნაწილი, ფრთები და კუდი მუქი მწვანე აქვს, ხოლო მუცლის ქვედა ნაწილი ნარინჯისფერ-ყვითელი. მკერდზე აქვს მწვანე ფერის ნახატი. “შარვალი” მწვანე აქვს, ხოლო ფეხები ვარდისფერი. თავი მუქი ნაცრისფერი, მასიური ნისკარტი კი შავი ფერის. თვალი ყვითელი აქვს, ახალგაზრდა ფრინველებს კი ნაცრისფერი. თვალებით შეიძლება მივხვდეთ, თუ როგორ ხასიათზეა თუთიყუში. როცა სენეგალის თუთიყუში აღელვებულია მისი თვალის გუგები იწყებენ სწრაფად გადიდებასა და შემცირებას. მდედრის აღნაგობა უფრო სიმეტრიულია, მას შედარებით პატარა თავი და ნისკარტი აქვს.

ბუდობენ ხის ფუღუროებში. მამრი ცეკვით იზიდავს მდედრს. ბუდეში საშუალოდ 3-დან 5 კვერცხამდეა. მდედრი კვერცხებზე 22-24 დღის განმავლობაში აზის, ხოლო მამრს მოაქვს მისთვის საკვები და იცავს ბუდეს. ბარტყები ბუდიდან გამოდიან 11 კვირის ასაკში. მათ ნაცრისფერი შეფერილობის თავი და ლოყები აქვთ. თვალი როგორც უკვე ზემოთ ითქვა ნაცრისფერი, ყვითელი ფერის მხოლოდ 12-14 თვის ასაკში უხდებათ.
ბინადრობს აფრიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, გვინეიდან კამერუნამდე. ძირითადად გვხვდებიან ტყეებსა და სავანებში, ზღვის დონიდან დაახლოვებით 1000 მეტრის სიმაღლეზე. იკვებება მარცვლეული კულტურებით. ფერმერები სენეგალის თუთიყუშებს მავნებლებად მიიჩნევენ.
სენეგალის თუთიყუშები ძალიან გონიერები და მოძრავები არიან. მალე ეჩვევიან ადამიანს. შეუძლიათ რამოდენიმე ათეული სიტყვისა და ფრაზის შესწავლა. იოლად სწავლობენ სხვადასხვა სახის ტრიუკებს. ბუნებით ისინი ძალიან დამოუკიდებლები არიან. ბუნებაში საშუალოდ 25-30 წელს ცოცხლობენ, ხოლო გალიაში 50 წლამდე.
სენეგალის თუთიყუშის 3 ქვესახეობა არსებობს:
ნომინალური ქვესახეობა ბინადრობს მავრიტანიაში, სენეგალში, გამბიასა და გვინეაში.
რაიხენოვის სენეგალის თუთიყუში. რაიხენოვის სენეგალის სხეულის მწვანე შეფერილობა, ნაკლებად მკვეთრია, ნომინალურ ქვესახეობასთან შედარებით. მუცელი ნარინჯისფერი აქვს. ბინადრობს აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიაში, კამერუნსა და სამხრეთ-დასავლეთ ჩადში.
ფინჩის სენეგალის თუთიყუშის მწვანე შეფერილობა ნომინალური ქვესახეობის მწვანე შეფერილობაზე მუქია. მუცელი ნარინჯისფერ-წითელი აქვს. ბინადრობს განის აღმოსავლეთით და ნიგერიის დასავლეთით.

ჩვენი საიტის გვერდზე “გამრავლება და მოთვინიერება” შეგიძლიათ წაიკიხოთ სტატია რომელიც გამოგადგებათ სენეგალის თუთიყუშების (და საერთოდ გრძელფრთიან თუთიყუშთა) მოთვინიერებაში.


8 Responses to “სენეგალის თუთიყუში”

  1. senigalis jishis tutiyushi tu iyideba saqartveloshi?

  2. ara sabanizharadze@gmail.com

  3. es germaniashi iyideba

  4. მე მინდა ყიდვა ეგრევე ვიყიდი როგორც გექნებათ

  5. minda tutiyushs ragaceebi vaswavlo d rogor shemidzlia es ro gavaketo

  6. da myavs pudeli babi,bolo acra uwevda sektembris gamo ar viyavi sakartveloshi da ver shevdzeli da axla ro avcra ra sheicvleba an saertod ro ar avcra saxlshi bvavshvebi gvyavs awvaleben da kbilis gamokvra uyvars xolme🙂

  7. მაინტერესებს თუ იყიდება ეს თუთიყუშები საქართველოში და სად ? ფასიც🙂 მადლობბა წინასწარ

    • Or I dxea RAC tutiyurshi momikvda at vici ra daemarta ..ase idaxian shescivdebodao.dasarchenad mivdiodit sxvagan da tan waviyvanet radgan gagonili gvqonda ROM patronebs tu ver xedavs moiwyens da inerviulebso.xoda tan waviyvanet magram I’m saxshi Dalian moiwyina mere mteli dxit gavedit chven saxlidan da natesavebtan davtovet .saxamos davbrundit dilit ROM avdeqit da shevxedet mkvdari dagvxvda.araferi sheuchamia wyalic edga..mizezi ar vici namdvilad..tqven rogor fiqrobt rato mouvidoda ase.dxes axali viyidet radgan Dalian vinerviulet eqvsi tve iyo RAC chventan ertad cxovrobda..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: