კაკაპო -NEW-

კაკაპო (Strigops habroptilus), ან ბუსებრი თუთიყუში, ბუსებრი თუთიყუშების ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც ახალი ზელანდიის ენდემური ჯიშია და დღესდღეობით ძალიან იშვიათ ფრინველად იქცა.

კაკაპო – მსოფლიოს ერთადერთი ღამის თუთიყუშია, ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი თუთიყუში (მისი სიგრძე 60 სმ-ს აღწევს) და სავაურადოთ დედამიწის უძველესი ფრთოსანი არსებაა. მამალი დედალზე დიდია. კაკაპო დაფარულია წვრილი მწვანე–ყვითელი, შეიძლება ითქვას ხავსის ფერი ბუმბულით, აქვს დიდი ნაცრისფერი ნისკარტი, ფართო ფეხები და შედარებით მოკლე სიგრძის კუდი. მოსაზრება, რომ მისი ფრთები ცუდად განვითარებულია, მცდარია. საქმე მის არაგანვითარებულ კუნთებშია, რის გამოც იგი ვერ დაფრინავს. გარდა ამისა, სხვა ფრინველებსიგან განსხვავებით კაკაპოს არ გააჩნია ღრუ ძვლები. მაქსიმუმი, რაც მას შეუძლია ეს არის 25-30 მეტრზე ხის წვერიდან დაშვება, რომელზეც ის უპრობლემოდ ცოცდება ხოლმე თავისი ძლიერი ფეხების საშუალებით. ბინადრობს ველებსა და მთებში, ზღვის დონიდან 1400 მეტრის სიმაღლეზე, ძალიან ტენიან ადგილებში. ბუდეებს ორმოებში, ხის ფესვებში ან ფუღუროებში იკეთებს, სადაც იანვარ-თებერვალში დედალი დებს 2-4 კვერცხს, რაც სავარაუდოთ გამოწვეულია მათი ძირითადი საკვების გამოჩენით. კაკაპო იკვებება მცენარეული საკვებით, ძირითადათ სხვადასხვა ბუჩქნარის კენკრით. საინტერესოა, რომ საჭმლის ძიების დროს, იგი ერთი და იგივე მარშრუტებით დადის და დღეში რამდენიმე კილომეტრის გავლა შეუძლია. ბარტყებს დედალი მარტო ზრდის. კაკაპოს საინტერესო თვისება გააჩნია: მას აქვს საკმაოდ ძლიერი, ყვავილების, ან ფუტკრის რძის სუნი. მისი ხმა დოლის ხმას ჰგავს, რომლის გაგონება ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით შეიძლება, ანუ ფრინველების გამრავლების პერიოდში.

კაკაპო კარგად იტანს ტყვეობას, თუმცა ასეთ შემთხვევაში პრაქტიკულად არ მრავლდება. ეს თუთიყუში არის გადაშენების პირას. რა თქმა უნდა ყველაფერი ადამიანის პირდაპირი ჩარევით დაიწყო. თავიდან კუნძულებზე, სადაც ბინადრობდნენ კაკაპოს დიდი პოპულაციები, პირველ კოლონისტებთან ერთად შემოყვანილი იქნენ ახალზელანდიური ვირთხები. მათი უკონტროლო გამრავლების შედეგად, ბევრი ბარტყი დახოცილ იქნა და ამ პრობლემის გადასაწყვეტად ბუნებაში გაშვებული იყვნენ ყარყუმები, რომლებმაც არამარტო ვირთხების განადგურება დაიწყეს, არამედ თავად ფრინველებსაც მიუდგნენ. ასევე უარყოფითი როლი კურდღლების და ირმების შემოყვანამ ითამაშა, რომლებმაც დაიწყეს კაკაპოს საკვების განადგურება. ბოლოს კი ხეების გამოჩეხვამ მათი საცხოვრებელი არეალი მინიმუმამდე დაიყვანა.

კაკაპოს პოპულაციის აღდგენის პროგრამა
1989 წ. იქნა შემუშავებული და მიღებული იქნა ახალზელანდიური თუთიყუშების პოპულაციის აღდგენის პროგრამა. თავდაპირველად მოიაზრებოდა გადარჩენილი ფრინველების იზოლირებულ და მათი გამრავლებისთვის შესაფერის კუნძულებზე გადაყვანა. ამისათვის ამორჩეული იქნა 4 კუნძული: მაუდი, გაუტურუ, კოდფიში და მანა, რომლებზედაც გადაყვანილი იყვნენ მსოფლიოში შემორჩენილი ბოლო 65 კაკაპო (43 მამალი და 22 დედალი). 1998 წ,. ყველა ფრინველი გაუტურუს კუნძულიდან იქნა ევაკუირებული ვირთხების და სხვა მტაცებელი ცხოველების ჭარბი რაოდენობის გამო. გარდა ამისა, იგივე მიზეზით ევაკუირებულნი იყვნენ ფრინველები კუნძულიდან მადა. 2005 წელს, ვირთხების გამრავლების გამო, ყველა კაკაპო საბოლოოდ გადაასახლეს კუნძულ ანკორზე.

აღდგენითი პროგრამის შემდეგი ნაბიჯი დედლების დამატებითი კვება იყო, რადგან კაკაპო 2-5 წელიწადში მხოლოდ ერთხელ მრავლდება, რაც განპირობებულია ამ პერიოდში დაკრიდიუმის მსხმოიარობასთან, რომლის ნაყოფი დიდი რაოდენობით პროტეინს შეიცავს. 1989 წ. ამ ნაყოფს ჩაენაცვლა ვაშლი, ბატატი, მზესუმზირა და ნუში. შედეგად, იმ წელს, კუნძულ გაუტურუზე ერთ-ერთმა კაკაპომ დადო პირველი კვერცხი ბოლო 9 წლის განმავლობში.

მაგრამ იმის მიუხედავად, რომ დამატებითმა კვებამ თავისი ნაყოფი გამოიღო, ბარტყების გადარჩენის პროცენტი მაინც დაბალი იყო ადგილობრივი ვირთხების გამო. 1981-1994 წლების პერიოდში, 21 ბარტყიდან ვირთხებმა მოკლეს და 9. ბარტყების გადასარჩენად, ბუდის ირგვლივ, მეცნიერებმა და მოხალისეებმა განათავსეს მღრღნელებისთვის განკუთვნილი ხაფანგები, შიგ ბუდეებში კი კამერები. გარდა ამისა, კვერცხები დაფარული იქნა თერმორეგულირებადი საბნებით. ამ შრომის შედეგად გადარჩენილი ბარტყების პროცენტული რაოდენობა 29%-დან 75%-მდე გაიზარდა.
ყველა კაკაპოს მიეცა სახელი და აღიჭურვა რადიო გადამცემით. ბარტყების გასაზრდელად გამოიყენეს ხელოვნური კვება. ასე, 2005 წლის ნოემბერში ფრინველების რაოდენობა შეადგენდა 41 დედალს და 45 მამალს. 2010 წლის დეკემბერისთვის ყველაზე ბებერი ცნობილი კაკაპო იყო თუთიყუში სახელად რიჩარდ ჰენრი, რომლის ასაკი იყო 80 წელი.
2006 წელს იქნა შემუშავებული ახალი გეგმა, რომელიც მთავარ მიზნად ისახავს 2016 წლისთვის დედლების რაოდენობის 60 ფრინველამდე გაზრდას, ასევე გენოფონდის გამდიდრებასა და ფრინველების ბუნებრივი გარემოს მთლიან ან ნაწილობრივ აღდგენას.

2008-2009 წლების ზაფხულის ჩათვლით, კაკაპოს რაოდენობა 120-მდე გაიზარდა და პირველად გადასცდა 100 წარმომადგენლის რიცხვს მათი გადარჩენის პროგრამის გაშვების დღიდან. რეაბილიტაციის პროგრამის წყალობით, 2011 წელს კიდევ 11 კაკაპოს ბარტყმა ზრდასრულობას მიაღწია და ბუნებაში გაშვებულ იქნა. ასე რომ დღესდღეობით კაკაპოს პოპულაცია 131 ფრინველს შეადგენს!

კაკაპო მაორის კულტურაში

კაკაპო ყოველთვის თამაშობდა დიდ როლს მაორის ტომების კულტურაში. მათზე ნადირობდნენ დელიკატესური ხორცის და ბუმბულების გამო, რომლისგან მზადდებოდა თბილი ქუდები. თითო ასეთი ქუდი შედგებოდა კაკაპოს 10,000 ბუმბულისგან და მსგავსი ქუდის პატრონი ბედნიერ ადამიანად ითვლებოდა. ასევე კაკაპო შინაურ ცხოველებად ჰყავდათ. ახალ ზელანდიაში ნამყოფი პირველი ევროპელები იძახდნენ, რომ ამ თუთიყუშებს არა ფრინველების, არამედ ძაღლის ან კატას ქცევა ახასიათებთ და ასევე ადვილად ეჩვევიან პატრონს.

სტატიის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით   Jaguar paw-ს


5 Responses to “კაკაპო -NEW-”

  1. ვაიმე რა სიცოცხლეა ! როგორი თვალებით იყურება … საშინელებაა ეს ადამიანი😦 იქ რაღა უნდოდათ? იმდენს ინადირებენ რომ ბოლოს ყველა ცხოველი და ფრინველი ამოწყდება მაგრამ არა მგონია მაგითი ეშველოს რამე მერე რობოტებს დაიჭერენ და ა.შ …. საბედნიეროდ დედამიწაზე ბევრია კეთილი ადამიანი რომელიც ზრუნავს ცხოველებზე და ისინი ამ ბლოგს კითხულობენ (ჩემ თავზე არ ვამბობ🙂 ) დარწმუნებული ვარ რადგან გაიგონ როგორ გადაარჩინონ ისენი

    • სამწუხაროდ, კეთილი ადამიანები იმდენს ვერ ეხმარებიან ბუნებას, რომ დააბალანსონ ბრაკონიერებისა და სხვა “ცუდი ადამიანების” მიერ ბუნებისათვის მიყენებული ზარალი.

  2. რეაბილიტაციის პროგრამის წყალობით, წელს კიდევ 11 კაკაპოს ბარტყმა ზრდასრულობას მიაღწია და ბუნებაში გაშვებულ იქნა. ასე რომ დღესდღეობით კაკაპოს პოპულაცია 131 ფრინველს შეადგენს!🙂

  3. ეს ბუს ჰგავს :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: