მოსიყვარულე თუთიყუში

გთხოვთ!
ამ საიტიდან რომელიმე ფორუმზე ინფორმაციის განთავსების შემთხვევაში, მიუთითოთ პირველწყარო (ანუ ჩვენი საიტი) – www.FlorAnimals.wordpress.com

მოსიყვარულე თუთიყუში (Попугаи Неразлучники, love birds) – გ. შოვნაძის სტატია FlorAnimals-ისთვის

ამ პატარა, ლამაზ არსებებს ასეთი სახელი დაარქვეს შემდეგი მიზეზის გამო: ითვლებოდა, რომ  თუ წყვილიდან ერთი კვდებოდა, მწუხარებისგან მალე მეორეც იღუპებოდა, მაგრამ ეს უფრო რომანტიკული ზღაპრის ნაწილია (თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ასეთი რამ მართლაც მოხდეს, უფრო სწორად ხდება კიდევაც, თან არამხოლოდ მოსიყვარულე, არამედ სხვა სახეობის (განსაკუთრებით საშუალო და დიდი ზომის) თუთიყუშებში). მათი ასეთი შეკავშირებული თანაცხოვრების გამო მეცნიერული სახელწოდებაც შესაბამისია – Agapornis (agapein ბერძნულად – უყვარდეს, სიყვარული, ხოლო – ornis ფრინველს ნიშნავს). აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სახეობას მართლაც მჭიდრო ოჯახური კავშირი ახასიათებს, ისინი ერთად დაფრინავენ წყლის დასალევად და საკვების საშოვნელად, ერთად ისვენებენ, ერთმანეთს დიდი მანძილით არ შორდებიან. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ცხოვრება ერთად არიან. ძალიან უყვართ წყლით გაგრილება,  წყალში თამაში (თუმცა სხვა თუთიყუშების სახეობებსაც ახასიათებთ ასეთი რამ). გალიაში მოსიყვარულეების მარტოდ მოთავსებაც შეიძლება, ოღონდ ამ შემთხვევაში, თუთიყუში უნდა იყოს შეჩვეული მარტოობას, ანუ გაზრდილი უნდა იყოს სახლის პირობებში მცირე ასაკიდანვე, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩიტი მოიწყენს. ერთ, შედარებით მცირე ზომის გალიაში მოზრდილი ჩიტების ორი წყვილის მოთავსება (ან მეტი) სარისკოა, რადგან კონფლიქტების საშიშროებაც იმატებს, რამაც შესაძლოა ცუდი შედეგი გამოიღოს – მიიღოს სერიოზული დაზიანებები ან საერთოდ დაიღუპოს. ამ თუთიყუშებს აქვთ ძალიან მოკლე კუდი, მაგრამ ისინი ერთობ საინტერესოდ იყენებენ და ინაზღაურებენ (თუ შეიძლება ასე ითქვას) ამ დანაკლისს: კუდში ისინი ბუდისთვის წვრილ ტოტებს და ხმელ ბალახს ათავსებენ და ისე მიფრინავენ ხოლმე ბუდის ასაგებად. აი ლინკიც სადაც ეს ლამაზი ჩიტი ტოტების მაგივრად ქაღალდისგან აპირებს ბუდის აგებას:

მოსიყვარულე თუთიყუშები სხეულის ზომით ტალღისებრებზე დაახლოებით ორჯერ დიდია  (თუ არ ჩავთვლით ამ უკანასკნელთა გრძელ კუდს), მათ აქვთ დიდი თავი და ძალიან ძლიერი ნისკარტი, ამის გამო გალიაც უნდა იყოს გამძლე და მისი შემადგენელი დეტალებიც შესაბამისად. ბუმბულის შეფერილობა მეტწილად არის მწვანე, არსებობს მოსიყვარულე თუთიყუშების რამდენიმე ქვესახეობა (მათი ჩამონათვალი იხილეთ ზემოთა სტატიაში). მათი სქესის გარჩევა ერთობ ძნელია. მამალი ოდნავ პატარაა ზომით დედალზე, მისი თავი ოდნავ ზევით არის აწეული და ზევიდან მოპრტყელებულივით, ხოლო დედალს თავის ქალა უფრო მოკლე აქვს, გუმბათისებური. დედალს აგრეთვე არჩევენ ფართოდ გაშლილი ფეხებით,როცა ის ქანდარაზე ზის. არსებობს უფრო ზუსტი მეთოდი: სპეციალისტები არჩევენ კიდევ სქესს მენჯის ძვლის სიგანით, უფრო განიერი მენჯის ძვლები აქვს დედალს, თუმცა არასპეციალისტს ასეთი მეთოდით გაუძნელდება რაიმეს გაგება. მოსიყვარულე თუთიყუშების სამშობლოა აფრიკა და მადაგასკარი. მათი ხმოვანი გადაძახებები (სხვას ვერაფერს დავარქმევ), მათ მიერ გამოცემული ხმები, ადამიანის ყურისთვის ნაკლებად სასიამოვნოა.

ავტ. გიორგი შოვნაძე


42 Responses to “მოსიყვარულე თუთიყუში”

  1. დიდი ინტერესით გავეცანი თქვენს საიტს. ბავშვები მთხოვენ ჩიტის ყიდვას, მე კი არ ვიცი, რომელი ჩიტის შეძენა ჯობს. იქნებ რამე მირჩიოთ.

  2. gamarjobat.mainteresebs mec da tu chezlebt pasuxi momcerot.mec myavs eseti tutiyuchi da es ukve safxulidan myavs rac kvia cota braziani iyo,mere chegvechvia da gachinaurda ukve ojaxchi.axla ise ro ro ubrazdebit cyins.sxva meti ar gvyolia tutiyuchi,es sami dgea ukve kvercxebi dado gakvirvebulebi vart.erti ki gatexa tviton da es cheizleba moxdes ase?tumca mamali tutiyuchi ar gvyolia ikneb mirchiot rame?bacho

    • სალამი ბაჩო
      იმისათვის რომ მდედრმა თუთიყუშმა კვერცხი დადოს, მას მამალი არ სჭირდება, თუმცა ასეთი კვერცხები, რა თქმა უნდა, გაუნაყოფიერებელი იქნება.
      უნდა შეუმცირო დღე, ანუ დღე-ღამეში ნათელი საათების რაოდენობა 9-10 საათამდე უნდა დაიყვანო, ამ დროის გასვლის შემდეგ გალიას გადააფარე რამე.
      უნდა დასვა დიეტაზე, ანუ გარკვეული დროის განმავლობაში სპეციალური საჭმლისა და წყლის გარდა არ მისცე სხვა არაფერი. რაიმე ბუდისმაგვრაი ხომ არ უკიდია? თუ კი, მოხსენი )

  3. an elektronul postaze momceret gtxovt.bacho_81@mail.ru.zalain didi madloba da veli tkvens pasuxs.bavhcvebi chemjamen rodis gamochekavs meubnevian es ra viyide to.rogor movikcet mirchiet ra.

  4. gamarjobat . talovani tutiyushi myavs 2 tvea da jer ver shemechvia da arc laparaki iscavla da ver mascavlit rogor mivichvia an laparako rogor vascavlo?

  5. ver vascavli 1 saati velaparakebi xolme magram veraferi

  6. gamarjobat . gushintsin viyide aseti tsyvili da maintereseb rogor mravldebian.. gamravleba minda da ra ari sachiro??

  7. გამარჯობათ! მაინტერესებს ტალღისებურის და მსიყვარულეს ერთად მოთავსება თუ შეიძლება?

    • გამარჯობა🙂
      მგონი არ ღირს, იმიტომ რომ მოსიყვარულეები საკმაოდ აღემატებიან ტალღისებრებს ზომითა და ძალით🙂 დიდი ნისკარტები აქვთ და ადვილად შეუძლიათ დაასახიჩრონ🙂

  8. gamarjobat ! myavs nacrisferi nimfa dzalian miyvars magram minda sxvac viyido da mastan ertad myavdes galiashi tu girs da saertodac sheidzleba tu ara sxva da sxva tutiyushis shejvareba?

  9. gamarjoba
    myavs mosiyvarule tutiyushebis wyvili, ukve ramdenimejer isiyvarules da kvercxi ar chans, zalian mainterebs ra pirobebi shevuqmna rom gamravldnen
    winaswar madlob pativiscemit lela

  10. da kidev galiash aqvs otxkuTxedi jamiseburi bude naxerxit. shig kargad zinavt da nebivroben. aset budeshi tu dadeben kvercxs an kvercxebs???

  11. გამარჯობა, მყავდა ორი მოსიყვარულე თუთიყუში და დილით რო გავიღვიძე ერთი მკვდარი დამხვდა, როგორ მოვიქცე აღარ ვიცი. ერთი დამრჩა და შევიძინო ახალი პარა?

    • გამარჯობა
      უმჯობესია შეეცადოთ იმის გარკვევა, თუ რის გამო გარდაიცვალა თუთო. შეიძლება ორივეს რაღაც ავადმყოფობა ჰქონდეს და ახალ ტუთოსაც გადადოს.

      • არანაირი ავადმყოფობა არ აქვს გავასინჯე, უბრალოდ ერთმა რომელიც ცოცხალი დარჩა ბუმბულები დაიპუტა, მიყვანილი რომ მყავდა მითხრეს ნერვოზი აქვსო და საკვები და ბუდე შეგვაცვლევინა და გაუვლისო.

  12. gamarjobat ganuyreli jishis tutiyushebi rtulad swavloben laparaks

    • გამარჯობა
      ნაკლებ სიტყვებს იმახსოვრებენ
      კორელა უფრო “თბილი” თუთიყუშია, ნერაზლუჩნიკი რთული მოსათვინიერებელია
      იმიტაციის კუთხით ორივე ერთ დონეზეა დაახლოებით

  13. karla upro jkviania tu ganuyreli

  14. MKAVSGANUKRELI JISHIS TUTIKUSHI DA MAINTERESEBS AM JISHIS TUTUKUSHEBI TU SCAVLOBEN LAPARAKS??????

  15. gamarjobat, titqmis 2celia , myavs tutiyushebi gamravleba minda da rogor gavamravlo xom ver metyvit?

  16. zdalian miyvars cxvovelebi da frinvelebi ra agar myavs saxlshi tutiyushebic zdalian miyvars da minda rom shevizdino wyvili mosiyvaruleebi xom ver metyvit sad sheizdleba shezdena

    • Yvelaze murtali magis povnaa digmis trasaze cxovelebis bazrobaa gulfis benzokalonkis mere aweria sheuxvevtuara jer ragac sachmelebia bolomde chauyevi erti magari murtali tipi yidis sheileba mogatyuos sachmel sasmelsji da puli kargad gadautvale :)))

  17. gamarjobat myavs mosiywarule ganuyreli tutiyushebi yvitelia erti mtlianad da meore mcwane yvitelze mtixres mamaliao da aqws muqi citeli twalebi mainteresebda axasiatebt aseti feris twalebi tu rame problema sheidzleba hqondes? cinascar madloba informaciistwis🙂

  18. გამარჯობათ, მე მქვია ირინა მე მყავს ერთი მოსიყვარულე თუთიყუში გაზრდილი. გვემორჩილება, ეხლა გვითხრეს რომ ეგ დედალიაო და ეხლა ისეთი პერიოდი აქვთ რომ უნდა დადოს კვერცხიო. მაინტერესებს მეორე უნდა მოვუყვანო? და ბუდეს გასაკეთებლად რა გამოვიყენო?

  19. გამარჯობა მყავს მოსივარულე თუთიყუში ორი ცალი , გალიაზე მიკიდია ბუდე ცჰვეულებრივ შედიან ხოლმე და გასამრავლებლად არის რამე საჩრო კიდევ?> რაგაც არ სიყვარულობენ. ერთ ერთს აქვს წიტელი ნისკარტი და როგორ გავარჩიო რომელია მამალი და დედალი?

  20. gamarjobat myavs talgovani ori tutiyushi mamri da mdedri 2 tvea kvercxs ar debs damatebit rame vitamini xom ar unda an rame rom mirchiot
    ?

  21. ra girs minda yidva

  22. gamarjoba me myavs tutiyushi meore mouyvane da echxube is ori tvis aris meshinia ar moklas ra vqna
    ?

  23. gamarjobat myavs talgovani tutiyushi 4 welze metia(mamali)michveuli myavs yvelanairad visvam mxarzec da titzec otaxshi gamoshvebisas is brundeba tavis galiashi magram amdeni xnis mandzilze laparaki ver vaswavlle. am bolo dros cotaa dadebilda savit ras mirchevt

  24. gamarjobat.albinosi tutiyushi tu arsebobs da rogoria zomit?

  25. gamarjoba me myavs talgisebri tutiyushi wyvili da gamravlebis ra pirobebi unda da rogori bude unda hqondes?

  26. bude banbit gaukete me myavs dedali da mamali tutiyushi da bambit maqvs gaketebuli

  27. gamarjobat, me var sofo. myavs ori tutiyushi; fifo da kiko daaxloebit 5tve da jer kvercxi ar daudiat. mainteresebs, rogor shevuwyo xeli gamravlebashi

  28. gamarjobat.. myavs mosiyvarule jishis mamri tutiyushi… da mainteresebs ramdenad swavloben laparaks.. iqneb vimem mocalos chemtvis da mipasuxoos..😦

  29. mainteresebs me amaze didi tu izrdeba,sasgualod ramden kvercxs debs da tu laparakobs

  30. gamarjobat mec myavs zustad egeti tutiyushi da mainteresebs tu rogor vaswavlo laparaki da ramden kvercxs debs an sheidzleba sxva tutiyushtan shevajvaro, aseve mainteresebs tu rogor movatviniero ise rom ar eshinodes chemi dzalian gtxovt mipasuxet ra 🙂

  31. Gamarjobaa.. Myavs ganuyreli jishis tutiyushebi.. Dedalma kvercxi unda dados da amis gamo bumbulebs iclis.. Tavzec gadadzvra bewvi da rame xom AR chirs?

  32. rogor shevajvarot talgovani tutikushi winaswar madlobas gixtit

  33. gamarjobat tu shegizliat damexmsrot mosikvarule tutikushi romkvia ori machukes mokvanis dgidan meore dges erti daigupa risi bralia an romeli tvidan scavloben saubars es saxeoba

  34. gamarjobat .me myavs 2 tutui da roce erti sajmels jams meore gijobs galiashi da risi bralia xo ar icit?

  35. ASTU, gamarjobat .me myavs 2 tutui da roce erti sajmels jams meore gijobs galiashi da risi bralia xo ar icit? mere ki ehxubeba ar jamovo da ar ajmevss? da kidev rodis debs kvercxs an rogor mivxvdet xo ver metyvit….winaswar didi madloba..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: