ალექსანდრიის ყელსაბმიანი თუთიყუში

გთხოვთ!
ამ საიტიდან რომელიმე ფორუმზე ინფორმაციის განთავსების შემთხვევაში, მიუთითოთ პირველწყარო (ანუ ჩვენი საიტი) – www.FlorAnimals.wordpress.com

ყელსაბმიანთა ყველაზე დიდი წარმომადგენელია ალექსანდრიის ყელსაბმიანი თუთიყუში. სხეულის სიგრძე კუდთან ერთად არის 45-58 სმ. შეფერილობა ბალახისფერი-მწვანე აქვს. თავის უკანა ნაწილზე მოლურჯო შეფერილობა აქვს. შუბლზე კი ვიწრო შავი ზოლი. აქვს ასევე “ულვაშები”, რომლებიც ნისკარტის ქვედა ნაწილიდან იწყება და ლოყების ქვედა ნაწილამდე გრძელდება.

ამ სახეობის მამრებს სქელი ყელსაბამი აქვთ, რომელიც კისრის ზედა ნაწილში ვარდისფერია, კისრის ორივე მხრიდან, გვერდებზე კი შავი. მდედრებსა და ახალგაზრდა ფრინველებს ყელსაბამი არ ააქვთ. ნისკარტი დიდი – მკვეთრი წითელი აქვთ, ახალგაზრდა ფრინველებს კი ის ნარინჯისფერი აქვთ.
ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში: ინდოეთში, ვიეტნამში, აღმოსავლეთ ავღანეთში, დასავლეთ პაკისტანში, ანდამანისა და შრი-ლანკის კუნძულებზე.
სახლობენ ტროპიკული ტყეების მაღალ იარუსებში. ისინი იშვიათად ჩადიან მიწაზე.
ბუდეში საშუალოდ 2-4 კვერცხია. მდედრი დაახლოებით 23-24 დღეს აზის ჯვერცხებს. ამ დროის განმავლობაში მამრი იცავს ბუდეს და კვებავს მას. 6 თვის ახალგაზრდა ფრინველები გამოდიან ბუდიდან, ხოლო 7 კვირის ასაკში კი სრულიად ტოვებენ მას. ისინი მდედრებს გვანან მაგრამ არ აქვთ მოწითლო-მოყავისფრო ლაქები ფრთებზე და შეფერილობაც შედარებით მუქი მწვანე აქვთ. 18 თვის ასკში მათ უჩნდებათ ლაქები ფრთებზე, ხოლო მამლებს 3 წლის ასაკში ყელსაბამი.

ისინი დიდი ხანია ჰყავთ როგორც გალიის ფრინველები. პირველი სურათები ამ თუთიყუშების გამოსახულებით ძველი რომის ეპოქას განეკუთვნება. მოყვარულებს ისინი მათი კეთილი ხასიათისა და სილამაზისთვის ჰყავთ. ცნობილია შემთხვევები, როცა ამ სახეობის თუთიყუშები სწავლობდნენ 100 სიტყვამდე მაგრამ ეს იშვიათ შემთხვევებში ხდებოდა. საშუალოდ კი ისინი 10-15 სიტყვას სწავლობენ. გალიისა და ვოლიერების პირობებში დიდხანს ცოცხლობენ.

ეს სახეობა კიდევ 5-8 სახეობად იყოფა. ისინი ერთმანეთისაგან ზომითა და შეფერილობით განსხვავდებიან. ესენია:
1. Psittacula alexandri abbotti (Oberholser, 1919)
2. Psittacula alexandri alexandri (Linnaeus, 1758)
3. Psittacula alexandri cala (Oberholser, 1912)
4. Psittacula alexandri dammermani Chasen & Kloss, 1932
5. Psittacula alexandri fasciata (Statius Muller, 1776)
6. Psittacula alexandri kangeanensis Hoogerwerf, 1962
7. Psittacula alexandri major (Richmond, 1902)
8. Psittacula alexandri perionca (Oberholser, 1912)


9 Responses to “ალექსანდრიის ყელსაბმიანი თუთიყუში”

  1. magaria martla:D:D:D:

  2. SAQARTVELOSHI IYIDEBA ??

  3. daqartveloshi aris?

    • გამარჯობა ნიკო
      არის, რუსთაველზე იყიდება, თუ არ ვცდები 850 ლარი ღირს

  4. pasuxs ar idzlevit?

  5. me myavs 2 cali dedal mamali saxshi da wels kvercxebs velodebit imedia rom shegvedzineba patarebi, shesadzlebelia gasxvisebac

  6. Me vyidi mzeunvel da yuradgebian patronze,sqesi ar vici,aris wlis da 2tvis,xelze michveulia.(500 larad tavisi galiit)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: