ჟაკო

გთხოვთ!
ამ საიტიდან რომელიმე ფორუმზე ინფორმაციის განთავსების შემთხვევაში, მიუთითოთ პირველწყარო (ანუ ჩვენი საიტი) – www.FlorAnimals.wordpress.com

 

ჟაკოს სხეულის სიგრძე 35-40 სატიმეტრია. კუდი მოკლე აქვს. ის თითქმის 2-ჯერ ნაკლებია ფრთის ზომაზე. შეფერილობა ძირითადად ნაცრისფერი აქვს. ჟაკოს თვალების ირგვლივ, შუბლზე, მუცლისა და კუდის ქვედა ნაწილებზე შეფერილობა ღია ნაცრისფერი აქვს, თითქმის თეთრი. ფეხები შავი. სქესობრივი დემარფოზი, ისევე როგორც თუთიყუშების უმეტესობას, მათ არ გააჩნიათ. (სქესობრივი დემარფოზი არის ერთი სახეობის მდედრისა და მამრის შეფერილობის განსხვავებულობა. სქესობრივი დემარფოზი აქვთ ეკლექტუსებს ანუ კეთილშობილ თუთიყუშებს).

ბუდეებს იკეთებენ ხის ფუღუროებში. ბარტყების გამოჩეკვის სეზონზე მამრი ასრულებს ცეკვას, რითაც ცდილობს მიიბყროს მდედრის ყურადღება. “ცეკვის” დროს ის ცოტათი მაღლა წევს თავის ბუმბულს, ქვევით წევს ფრთებს და ირგვლივ უვლის მდედრს. ამასთან ის გამოსცემს საუცხოო ხმებს. მდედრიც ასეთივე ხმებს გამოსცემს და ღებულობს ბარტყის ფორმას, რომელიც საკვებს ითხოვს. მამრი მას ან აჭმევს ან კიდევ ჭამის იმიტირებას ახდენს (ანუ თითქოს აჭმევს). ორივე იმეორებს ყველაფერ ამას რამდენიმე დღის განმავლობაში, დღეში 5-10 წუთი. გარკვეული დროის შემდეგ ის დებს 3-4 თეთრ კვერცხს. მდედრი კვერცხის დებას 3-4 დღეში ასრულებს. ის კვერცხებს დაახლოვებით 30 დღე აზის. რამდენიმე დღეს ბარტყების გამოჩეკის შემდეგ, მდედრი ბუდეში ატარებს. მამრს მათთვის საკვები მოაქვს, ის თანაც ბუდესაც ცავს. 2 თვის ასაკში ბარტყები ტოვებენ თავიანთ ბუდეს, მიუხედავად ამისა ისინი მშობლების მზრუნველობის ქვეშ იმყოფებიან.
ბინადრობს დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში: ანგოლაში, კონგოში, გვინეაში, სერა-ლეონესა და ლიბერიაში. სახლდებიან ტროპიკულ ტყეებში. ისვენებენ და ბუდობენ მაღალ ხეებზე. საკვების საშოვნელად დაფრინავენ სხვადასხვა მარცვლეული კულტურების ველებზე და ანადგურებენ მათ.
იკვებება ხილით, კენკრით, სხვადასხვა ნაყოფითა და თხილით.
გალიის კარგ პირობებში ცხოვრობს 100 წლამდე.
ძველად ეს თუთიყუშები ამშვენებდნენ აფრიკის ქვეყნების სასახლეებს, ცოტა მოგვიანებით ისინი ევროპეელებსაც გაუჩნდნენ.
ეს თუთიყუშები ყველაზე პოპულარულები არიან მოყვარულებს შორის. ისინი ხშირად ჰყავთ გალიებში, როგორც ადამიანის საუბრის იმიტატორები. ისინი ასევე ადვილად სწავლობენ სხვა ხმებსაც (ძაღლის ყეფას, კატის კნავილს, ტელეფონის ხმას და სხვა.) მას დაახლოვებით 100 სიტყვის სწავლა შეუძლია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ყველა თუთიყუში ინდივიდუალურია (ერთმა შეიძლება 100 სიტყვაზე გაცილებით მეტი ისწავლოს, მეორემ კი ვერცერთი). ირინა პეპპერბერგის მიერ ჩატარებულმა მრავალმა ცდამ აჩვენა რომ ჟაკო ხვდება ზოგიერთ იმ სიტყვის მნიშვნელობას, რომელსაც თვითონ წარმოთქვამს. ზოგიერთი სიტყვა არ ავიწყდება 10 წელზე მეტიც. ადამიანს ეჩვევიან მხოლოდ ახალგაზრდა ფრინველები, მაგრამ რა თქმა უნდა აქაც შეიძლება დავუშვათ გამონაკლისები.
ჟაკოს სახეობა მოიცავს 2 ქვესახეობას:

1. წითელკუდიანი ჯაკო (Psittacus erithakus erithakus)
2. ნაცრისფერკუდიანი ჟაკო (Psittacus erithakus timneh)
ასევე ერთ ქვესახეობას:
1. პრინცესა განას ჟაკო


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: