ამფიბიები

ახალი ზელანდიის ამფიბიები – კუნძულის ამ კლასის ცხოველთა მცირერიცხოვანი წარმომადგენლები არიან. უფრო სწორედ, ”დიდი თეთრი ღრუბელი”-ს ამფიბიებს ბაყაყები წარმოადგენენ, რომლებიც მიეკუთვნებიან ლეიოპლემას (Leiopelma) ჯიშს, ძველი და პრიმიტიული ბაყაყების ჯგუფს. 70 მილიონი წლის განმავლობაში ისინი ცოტაოდენ თუ შეიცვალნენ. ლეიოპელმას წარმომადგენლები – პატარა, კამუფლაჟის შეფერილობის მქონე, ღამის ბაყაყები არიან. 3 სახეობა ბინადრობს ტყის ჩრდილიან ადგილებში და მხოლოდ 1 ბინადრობს წყალთან ახლოს.
ლეიოპელმების დამახასიათებელი ნიშნებია:
– მათ არ გააჩნიათ გარეთა სასმენი აპკი;
– მრგვალი გუგა;
– თითქმის არ ყიყინებენ, გარდა იმ მომენტისა, როცა შეწუხებულნი არიან. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ერთმანეთს ბაყაყები სალამანდრებივით სცნობენ, ანუ სუნით.
– ყველაზე საინტერესო დამახასიათებელი ნიშანი კი ისაა, რომ ლეიოპლემას 4 წარმომადგენლიდან, 3 თავკომბალის სტადიას შიგ ქვირითში გადის, რის შემდეგ, დედალის მიერ დადებული ქვირითიდან იჩეკებიან ზრდასრული ბაყაყების პატარა კუდიანი კოპიები. მათ მამალი უვლის ჯერ კიდევ ქვირითად მყოფის დროიდან და გამოჩეკვის შემდეგ ზურგზე ამაყად დაატარებს.

არჩის ლეიოპელმა (Leiopelma archeyi) (მამალი ქვირითით, და მამალი ბაყაყებითურთ)

როგორც ზემოთ ავღნიშნე, ლეიოპელმას ჯიში წარმოდგენილია 4 სახეობით:

1) არჩის ლეიოპელმა (Leiopelma archeyi)
2) ჰამილტონის ლეიოპელმა (Leiopelma hamiltoni)
3) ჩრდილოეთის ლეიოპელმა (Leiopelma hochstetteri)
4) კუნძულ მაუდის ლეიოპელმა (Leiopelma pakeka)

მათგან, ყველაზე იშვიათად მიიჩნევა სტივენსის კუნძულზე მობინადრე ჰამილტონის ლეიოპელმა, რომლის პოპულაცია 300 წარმომადგენელს თუ აღწევს.

რაც შეეხება ბაყაყების სიცოცხლის ხანგრძლივობას, 2009 წელს გაჩნდა ინფრომაცია, რომ კუნძულ მაუდის ლეიოპელმა ყველაზე ხანგრძლივი სიცოცხლის ციკლის მქონე ბაყაყია. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ამ სახეობის ლეიოპელმას მამლები 37 წლამდე ცხოვრობენ, დედლები კი 34-მდე.

სტატიის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით   Jaguar paw-ს


One Response to “ამფიბიები”

  1. რავატამო ბაყას მითხარით

დატოვე კომენტარი