კვება

გთხოვთ!

ამ საიტიდან რომელიმე ფორუმზე ინფორმაციის განთავსების შემთხვევაში, მიუთითოთ პირველწყარო (ანუ ჩვენი საიტი) – www.FlorAnimals.wordpress.com

 

ისევე, როგორც ყველა ცოცხალი არსებისათვის, თუთიყუშების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობისათვისაც მას  გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ბალანსირებული დიეტისათვის კი აუცილებელია, რომ პატრონმა მეტი იცოდეს თავისი თუთიყუშის რაციონზე, რაშიც შევეცდები ცოტათი დაგეხმაროთ.

გვერდის მკითხველებისათვის გადავწყვიტე პოპულარული რუსული გვერდიდან საჭირო ინფორმაციის თარგმნა, რადგან პირადა მე რუსული წყაროები კარგად მეხმარებოდა ჩემი თუთიყუშების მოვლაში. რამდენიმე წლიანი “კონტაქტის” შემდეგ, ვფიქრობ, სრულიად სამართლიანი იქნება თუ ვიტყვი, რომ რუსული ინტერნეტ სივრცე ამ კუთხით ძალიან კომპეტენტურია. მაშ ასე, გთავაზობთ ამონარიდს ვებ-გვერდიდან “ენციკლოპედია ფრინველთა მოყვარულთათვის”:

ხილ-ბოსტნეული:

ხილი და ბოსტნეული, რომელიც გარეული თუთიყუშებისათვის “მშრალ” საკვებთან ერთად რაციონის უმნიშვნელოვანეს და განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, აუცილებელია სახლის თუთიყუსებისთვისაც. თუთიყუში,  შეძენის პირველივე დღეებიდანვე უნდა შეაჩვიოთ ხილს (შეაჩვიოთ – იმ შემთხვევაში, თუ მას ხილის ჭამის ფუფუნება მანამდე არ ჰქონია). სანამ  ხილსა და ბოსტნეულს მიართმევთ, კარგად უნდა გარეცხოთ, რათა მოაცილოთ მათ ის ნივთიერებები, რომლებსაც მწარმოებლები თავიანთი პროდუკციის დიდი ხნით შენახვისათვის იყენებენ. განსაკუთრებით კარგი გარეცხვა ისეთ ხილსა და ბოსტნეულს სჭირდება, რომლებსაც მაგალითად ვაშლისა და მსხალისგან განსხვავებით, კანი არ სცილდება – ყურძენს, კენკრას, კომბოსტოს, მწვანილეულსა და სხვას. ეს რჩევა განსაკუთრებით ყურადსაღებია იმათთვის, ვინც ხილსა და ბოსტნეულს მაღაზიებში ყიდულობს, ხოლო მათთვის  ვინც საკუთარ ბაღში მოყვანილი პროდუქტით უმასპინძლდება ფრინველებს, საკმარისი იქნება “მსუბუქი” გარეცხვა. ქვემოთ იხილეთ იმ ხილ-ბოსტნეულის სია, რომლის მიცემა შეიძლება და ზოგჯერ საჭიროცაა თუთიყუშებისათვის:

  • ვაშლი, მსხალი (კურკის გარეშე)
  • ციტრუსი: ფორთოხალი, მანდარინი, გრეიფრუტი, ლიმონი, ლაიმი – შეიძლება კურკითაც. სტატიის ავტორები მკითხველს მათ გაფცქვნასაც ურჩევენ, რადგან რუსეთში ციტრუსები საზღვარგარეთიდან შეაქვთ, შესაბამისად ის – შეწამლულია. მაგრამ ჩვენთვის, ვფიქრობ მათი გაფცქვნა არაა მაინც და მაინც აუცილებელი, რადგან ჩვენი ციტრუსი, როგორც წესი არაა ქიმიურად  დამუშავებული, თანაც თუთიყუშებს უყვართ კანი.
  • კენკრა:  მოცხარი, ჟოლო, მოცვი, წითელი მოცვი, ლურჯი მოცვი, ძახველი (калина), ხურტკმელი (крыжовник – სახელწოდებები ბევრისთვის უცხო იქნება, ამიტომ რუსულ თარგმანსავ დავურთავ), ბალი და ალუბალი (კურკის გარეშე). ზემოთ ჩამოთვლილი ხილი შეიძლება მისცეთ, როგორც “ნედლი” სახით, ისე გაყინული (რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც გაადნობთ).
  • ბანანი
  • საზამთრო და ნესვი (შიგთავსიც და კურკებიც). არც თუ ისე იშვიათია ადამიანების საზამთროთი მოწამლვის შემთხვევები, ამიტომ ჯერ დარწმუნდით, რომ საზამთრო, რომელსაც თუთიყუშს აძლევთ, არ არის გაფუჭებული.
  • ქლიავი, ატამი, გარგარი (კურკის გარეშე)
  • ყურძენი (არაუმეტეს 3-4 დიდი ყურძნის მარცვლისა, კურკით მიცემა შეიძლება)
  • ბროწეული 
  • კივი, ანანასი
  • სტაფილო
  • გოგრა, ცუკინი
  • კომბოსტო, ბრიუსელის კომბოსტო, ჭარხალი (ბევრი არ შეიძლება), ფერადი კომბოსტო, ბროკოლი
  • პომიდორი, კიტრი, მწარე და ბულგარული წიწაკა
  • სიმინდი 
  • ცერცვი და ლობიო 
  • ბალახეული: ჭინჭარი, ბაბუაწვერა, მრავალძარღვა, სალათის ფურცლები და სხვა.

უმჯობესია ყველა ზემოთჩამოთვლილი ხილი და ბოსტნეული თუთიყუშებს მისცეთ ნედლი სახით, რადგან მოხარშვის შედეგად იკარგება ვიტამინები. თუმცა თერმული დამუშავება (მდუღარე წყლით დამუშავება) ზოგჯერ საჭიროცაა, განსაკუთრებით ბოსტნეულისთვის, მავნე ნივთიერებათა მოსაცილებლად.

 თუთიყუშებისთვის არაა რეკომენდირებული შემდეგი ხილისა და ბოსტნეულის მიცემა:

  •  მანგო, პაპაია, ავოკადო
  • კარტოფილი (შეიცავს რთულად მოსანელებელ კრახმალს)
  • მწვანილი – ეს საკითხი სადავოა, ვეტერინართა უმეტესობა მიიჩნევს, რომ მწვანილი მავნეა თუთიყუშებისათვის, რადგან ისინი ეთეროვან ნივთიერებებს შეიცავენ, რომელთა დიდი რაოდენობა საზიანოა ტუთიყუშების ჯანმრთელობისათვის.
  • ავტორების თქმით, დასავლელი სპეციალისტები ასევე არ ურჩევენ თუთიყუშების პატრონებს არც ხახვსა და არც ნიორს.

თუთიყუშებისათვის აგრეთვე არ შეიძლება სუფრიდან (ადამიანის კერძებიდან) ნარჩენების მიცემა, რადგან ისინი, როგორც წესი შეიცავენ მარილსა და ცხიმს, უკანასკნელი კი განსაკუთრებით ცუდია თუთიყუშებისათვის.

 წყარო: http://www.mybirds.ru/groups/popug/feeding/

აი ასე გამოიყურება თუთიყუშების საკვები

თუთიყუშის საკვების ჭურჭლის ზომა თუთიყუშზევეა დამოკიდებული. იგივე შეიძლება ითქვას წყლის ჭურჭელზეც. ასევე ბევრია დამოკიდებული პატრონის გემოვნებასა თუ ფინანსურ შესაძლებლობებზე.


26 Responses to “კვება”

  1. ეს არის ტრილი ?

  2. mzesumzira ar sheidzleba roo vachamo ??? tu ki mouxalavi tu moxaluli ?

  3. banani sheidzleba talgovanistvis

  4. ვაშლიც შეიძლება

  5. da kidev ert tu sheidzleba, wavikitxe rom xilidan tutiyushi miirtmevs vashls da mec galiashi chavude gautleli vashli da ar chams ratom?

    • mec mainteresebs chemma tutomac ar miirtva vashli

      • თუთიყუში მიმბაძველი ფრინველია ჩემიც არ ჭამდა და მის წინ დავიწყე ვაშლის და სტაფილოს ჭამა და როდესაც დაინახა რო ვჭამდი თეფშზე რაც ედო მთლიანად შეჭამა

  6. rogor mivxvde tu tutiyushi cudat aris an zogadad raime ujirs? rogori simptomebi aqvs :

  7. petrushka da kama tu sheizleba tutuyushistvis

  8. chemi patara bichi 6 tvis aris da ar aris axali moyvanili daibada da 1 tveshi viyide da mainteresebs 6 tvis bichistvis sheidzleba rom xili vachamo? zoo magaziashi mitxres rom mxolod misi specialuri sachmeli unda vachamo romlis suratic devs am statiashi.tanac frta stkiva (karebshi moyva) da vitaminebi aucilebelia mgoni. 🙂

  9. gamarjobat chemma talgisebrma tutom shechama simindis pqvili da mouva rame

  10. 7uj

  11. bartki rom daibadeba , rame sajmeli xom ar sjirdeba gansakutrebuli
    gtxovt damexmarot didi madloba

  12. gamarjobat turiyurshs kitri gavufrcqvna tu ara

  13. გამარჯობა, ორი ტალღოვანი მყავდა დედალი და მამალი , მამალი სამწუხაროდ დააავადდა და დაიღუპა. 😦 რას მირჩევთ სხვა თუთიყუში მოვუყვანო დედალს? როგორ აჯობებს მისთვის?

  14. chemic archams vashls magram stafilo evasebaa

  15. Mzesumzira dzaan cota raodenobit radgan asuqebs da ar sheidzleba mouxalavi damatebiti vitaminebi uyide da iq iqneba lolo pets qvia

  16. Petrushka aramgonia zooclub.ge am saitze shedit da iq gaigebt tutiyushebze yvelafers

  17. gamrajobat maintrebs me myavs lorelas jishi tutuyushai da bervc chamtako mgonia tu egre bevres chamen?

  18. cem cvils yavs molaparake tutiyusi da mainteresebs ra vawamo talgovnia

  19. ukve 2 celi myavs da ikbineba kide xelis mokideba at uyvars da neta rato

  20. momceret ra

  21. mogesalmebit gtxovt mirchiot rogor moviqce chems tytikursh niskarti sul sveliaq da chamis dros sakvebi ecepeba titqos askokinebs kisers ise amocravebs rogor moviqce

  22. Mogityant dizaini tetrze mag feri asoebit ra sirma dagawerinat tu dascinit xalxs cota tavi gaatoket.

დატოვე კომენტარი