სოკო

სოკო ოდითგანვე მიიჩნეოდა კვების პროდუქტად, დღეს კი მისი შეგროვება დასვენების პოპულარული სახეა.
სოკოების უმთავრესი დანიშნულება ტყის მკვდარი საფრის (ჩამოცვენილი ფოთლების, ტოტებიც, წიწვების, ქერქის, ყვავილების, გირჩებისა და სხვა ნარჩენების) გახრწნაა.
სოკო მერქნიან მცენარეს წყლისა და მასში გახსნილი საკვები ელემენტების შეთვისებაში ეხმარება. სოკო ძვირფასი საკვები პროდუქტია, მისგან ამზადებენ სხვადასხვაგვარ კერძებს, მაგრამ მისი განსაკუთრებული ქიმიური შემადგენლობის გამო, ის ხშჳრად მოწამლვასაც იწვევს. სოკოთი მოწამლვის ძირითადი მიზეზია საჭმელად ვარგისი და შხამიანი სოკოების გარჩევის უცოდინრობა და არასწორი მომზადება.
თუ გეეჭვებათ რომ სოკო შამიანია, უმჯობესია არ ახლოთ ხელი 🙂

ნიყვი (ლათ. Amanita caesarea, Це́зарский гриб)

ნიყვი

ნიყვი მოწითალო-ნარინჯისფერია, კიდეებზოლიანი ფიირფიტები ყვითელი და განიერი აქვს. ძირში ბოლქვისებრ გამსხვილებული ყვითელი ფეხი აქვს. საყელო განიერი, ზოლებიანი და ყვითელია. რბილობი – თეთრი, უშუალოდ კანქვეშ კი – ყვითელი. ქუდის დიამეტრი 8-20 სმ-ია, ფეხის სიმაღლე 8-12 სმ-ია, დიამეტრი – 2-3 სმ.
გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში მუხნარებში, წბლნარებსა და წიფლნარებში. სოკოთაშროის მეფედაა აღიარებული.

ამ საიტზე თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ საჭირო ინფორმაცია სოკოების შესახებ http://www.sokoebi.ge


დატოვე კომენტარი