ლურჯ-ყვითელი არა

გთხოვთ!
ამ საიტიდან რომელიმე ფორუმზე ინფორმაციის განთავსების შემთხვევაში, მიუთითოთ პირველწყარო (ანუ ჩვენი საიტი) – www.FlorAnimals.wordpress.com

ლურჯ-ყვითელი არა (გულყვითელი არა © As. Jikhashvili (Ara Ararauna)) ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია არებს შორის. მისი სიგრძე 75-დან 90 სმ-მდე მერყეობს, აქედან კუდის სიგრძე 50-60 სმ-ია. ფრთის სიგრძე 35-40 სმ-ია. იწონის 900-დან 1300 გრამამდე. ლურჯ-ყვითელი არას სხეულის უკანა ნაწილი მთლიანად (თავიდან კუდის ბოლომდე) ერთი ფერისა – ლურჯია (მუქი ცისფერი). კისრის ორივე მხარე, მკერდი და მუცელი ნარინჯისფერ-ყვითელია, ყელი (კისერი) – შავი. მათ შეუმოსავი თეთრი “ლოყები” აქვთ (“სახის” ამ ნაწილს ბუმბულის მხოლოდ წვრილი, შავი ზოლები ფარავს). ნისკარტი შავი, ძალზე ძლიერი აქვთ (იხ. სურათი #1).  მისი საშუალებით შეუძლიათ გატეხონ საკმაოდ მკვრივი თხილი, დაღრნან დიდი ტოტები, შეუძლიათ გატეხონ რკინის მავრთულები, ადამიანს გადაუტეხონ თითის ფალანგები. ფეხები აქვთ ნაცრისფერი ან შავი. თვალები აქვთ ყვითელი ფერის. ხმა ძალიან ძლიერი და არასასიამოვნო.

მათი გამრავლების პერიოდი დეკემბრიდან მარტის ჩათვლით გრძელდება. ბუდობენ დიდ სიმაღლეებზე, ხის ფუღუროებში, ან აკეთებენ ბუდეებს (ორივე სახის ბუდეს ძირითადად პალმებში იკეთებენ), სადაც საშუალოდ 2-3 კვერცხს დებენ, იშვიათად – 5-საც. მდედრი 24-30 დღის განმავლობაში ათბობს კვერცხებს. მშობლები ბუდეს დიდი მანძილით არ სცილდებიან. ახალგაზრდა არები 3 თვის ასაკში ტოვებენ ბუდეს, მაგრამ მშობლები მათ 2-3 თვის განმავლობაში მაინც უვლიან. ახალგაზრდები, უფროსებისაგან თითქმის არაფრით განსხვავდებიან, მხოლოდ თვალი აქვთ ნაცრისფერი.

ახალგაზრდა ფრინველები ადვილად ეჩვევიან ადამიანს. ხშირად, ისინი სახლებში უფრო მათი სილამაზის გამო ჰყავთ, ვიდრე როგორც მოლაპარაკე თუთიყუშები. ძაღლებისა და კატებისაგან განსხვავებით მათ უფრო მეტი მოვლა სჭირდებათ. ლურჯ-ყვითელი არები ძალზე ინტელექტუალურები არიან. მათ შეუძლიათ რამდენიმე ათეული სიტყვის დამახსოვრება. როგორც ზევით ვახსენე, ძალზე ძლიერი და არასასიამოვნო ხმა აქვთ, რამაც მეზობლებში შესაძლოა გამოიწვიოს უკმაყოფილება. გალიიდან თუ გამოუშვებთ და საცხოვრებელში უყურადღებოდ დატოვებთ, მცირე დროითაც კი, მათ დიდი ზარალის მოტანა შეუძლიათ: მაგ. გადაღრნიან ელექტრო სადენს, თავიანთი ნისკარტებით “გამოიკვლევენ” ელექტრო ხელსაწყოებსა და ავეჯს. გაითვალისწინეთ რომ თუთიყუშები ძალზე ცნობისმოყვარენი არიან, არც ლურჯ-ყვითელი არა წარმოადგენს გამონაკლისს.

ისინი გავრცელებულები არიან პანამის აღმოსავლეთი ნაწილიდან ბრაზილიამდე და ჩრდილოეთ პარაგვაიმდე. ბინადრობენ ტროპიკულ ტყეებში (ხშირად მდინარის პირას), ხეობებში.

As. Jikhashvili


19 Responses to “ლურჯ-ყვითელი არა”

  1. gamarjobat dzalian minda shevidzino kviteli lurjshi aras bartki.xom ver mimascavlit sad sheidzleba shevidzino?

    • გამარჯობა
      საქართველოში ძალიან მეეჭვება რომ მოახერხოთ არას ბარტყის შეძენა. ეს რომც მოხერხდეს ძალიან ძვირი დაგიჯდებათ.
      ხშირად დიდი თუთიყუშები ჩამოჰყავთ ევროპის საშენებიდან, თურქეთიდან, ირანიდან.
      წარმატებები

  2. astu skaipshi shemo da momwere plz saswrafo saqme maq evil gio hacker var
    tu gcalia

  3. chems deidashvils yavs aras da kakadus zalian bevri bartki vinmes tu moundeba kidva am linkze momweros aras nair nair ferebshi kidis 1300.larad da kakadus120.larad

  4. ROGOR DAUKAVSHIRDE SHENS DEIDASHVILS IKNEB MOMCERO?AN IKNEB TVITON DAMIKAVSHIRDES CORLEONENINA@YAHOO.COM -ZE

  5. ASTU xom ar icit es gigi vin aris an rogor daukavshirde?mis deidashvils kolia aras jishis bartkebi

  6. didi bodishit gasuli vikavi saberdznetshi da tqveni nomeri damitovet saxis umjobesia da rom icode 1200 1500 vkidit

  7. gigi, CORLEONENINA@YAHOO.COM am meilze tkveni sakontakto teleponi momceret da me tviton dagekontaktebit.

  8. me samwuxarod veravis ver vadzlev chems nomers radgan mere mirekaven da mashakireben

  9. 1200 1500 vkidi arebs nair nairebs magram amas agar daaakldeba mokled rom vtqvat bolo fasi am chiiaris1400

  10. ki batono mashin momceret sad sheidzleba vnaxo tkveni tutikurshebi me minda ara kviteli lurjshi.xom unda davkontaktdet ramenairad rom vikido?

  11. eri sitkvit ar minda darekva pirdapir vnaxav tutikurshs da tu momecona vikidi.teritoriulad sad brdzandebit da sad sheidzleba tkveni naxva is mainc momceret an ak an meilze

  12. memgoni shen vigaca xar aferisti xar da aranairi tutikurshebi ar gkavs

  13. tu aperisti var tu shegizlia agar momwerot tqventvis gasagebiaaaaa

  14. rt ver gaiget sanam ikidit kvelaferi unda waikitxot masze me aras bartks ve mogcemt chventan saqartveloshi ara ar mravldeba amitom chemideidashvili kidis mozrdil aras daaxloebit 5-6 wlisebia arian da sul ara yavs3 cisperi dalurji erti chveulebrivi da haicitis 2 cali da bodishit shvcdi igi 1300-1500 ad ki ar kidis me shemesala da didi bodishit amisatvis ukacravad igi 2500-2300 dolarad gasagebi ikos da es mdebareobs isnis metrodan ro amobrdzandebit iq ikitxet 7 korpusi 4 sartuli da chemideidashvili dagelaparakebat

  15. me dzalian kargad cavikitxe da gaverkvie. tviton gecera rom bartkebs kidiso.zemot ceria da sheamocme tu goneba ggalatobs. merekide raga 5 da 6 clis chitebshi gadavixado magdeni puli mag pasad gadavprindebi ukrainashi da 3000 dolarad bartks vikidi..

  16. sad viyido senegali

დატოვე კომენტარი