რეპტილიები -NEW-

კასპიური გეკონი – cyrtopodion caspius
საშუალო ზომის გეკონი, რომლის სიგრძე 15-17 სანტიმეტრს აღწევს (კუდის ჩათვლით). როგორც გეკონების უმეტესობა, კასპიური გეკონი სანადიროდ საღამოს გამოდის. სამაგიეროდ, ბევრი გეკონისგან განსხვავებით, ამ სახეობას არ შეუძლია ვერტიკალურად განლაგებულ შუშაზე აძვრომა. ტანი, რომელიც მცირე ზომის ხორკლებით აქვს დაფარული ძირითადად ნაცრისფერია, 5, ან 6 შავი ზოლით. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. რაც შეეხება კვებას, მის რაციონს შეადგენენ მწერები და ობობისებრნი.

ავტორის პირადი გამოცდილებიდან: სახლში ყოლის დროს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ რაიმე სამალავი, წინააღმდეგ შემთხვევაში განიცდიან სტრესს. სასურველია ერთად რამდენიმეს ყოლა.

სტატიის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით   Jaguar paw-ს


One Response to “რეპტილიები -NEW-”

  1. როგორ მოვაშორო სახლიდან რას მირჩევთ

დატოვე კომენტარი