განახლებული გვერდები

•თებერვალი 6, 2014 • 3 Comments

ახალი გვერდი:

ბათუმის აკვარიუმი

განახლებული გვერდები:

თბილისის ზოოპარკი

ბათუმის ზოოპარკი

ბათუმის დელფინარიუმი

ამონარიდი სტატიიდან თუთიყუშების კვებაზე

•ნოემბერი 2, 2013 • 2 Comments

ამ ახალ პუბლიკაციაში თქვენ გაიგებთ, თუ რომელი ხილისა და ბოსტნეულის მიცემა შეიძლება თქვენი თუთიყუშებისათვის. სტატიის წასაკითხად შედით განყოფილებაში “კვება” ან გადადით შემდეგ ლინკზე https://floranimals.wordpress.com/tutiyushebi/კვება/

Ежик в тумане, ანუ თბილისის ზოოპარკი მეგაპოლისის ნისლში

•ნოემბერი 1, 2013 • კომენტარის დატოვება

Ежик в тумане, ანუ თბილისის ზოოპარკი მეგაპოლისის ნისლში 

„Зоопарк: лучшее место для изучения обычаев человеческих особей“

Эван Эсар

ნახევრად ამოუცნობი სამყაროსაკენ ჩამავალი მასიური კიბის ორივე მხარეს, რუხ კვარცხლბეკზე დაკლაკნილი ორი პანტერა ზოოპარკის ბინადართა სიმშვიდეს იცავს (ან უნდა იცავდეს). ერთ კედელთან ბუშტებითა და სხვადასხვა ჭრელი სათამაშოთი დახუნძლული გამყიდველები საუბრობენ, მეორესთან – ხელებაკაპიწებული შუა ხნის კაცი ვირტუოზულად ატრიალებს ქაღალდის ჯოხს და რუტინული სიდინჯით ართავს ბამბის ნაყინს, ცალი თვალით კი პოტენციურ მყიდველს ათვალიერებს. სალაროსთან რიგი არ არის. იმედგაცრუებულები იმით, რომ მოლარეს ვერაფრის დიდებით ვერ ვათქმევინეთ, საშუალოდ რამდენ ბილეთს ჰყიდის დღის მანძილზე, ორ-ორი ლარით დავიმჩატეთ სტუდენტური ჯიბეები,  გავიარეთ კონტროლი და შევაბიჯეთ ასიმილირებულ ცხოველთა სამყაროში.

ვიღაცამ თქვა, რომ ზოოპარკი საზოგადოების სახეა. თუ ეს სიმართლეა, თბილისის ზოოპარკი განსაკუთრებულად კარგად არ უნდა ახასიათებდეს საქართველოს საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს და მით უფრო მის ადმინისტრაციას. ცივ გალიებს შორის მონაცრისფრო ბილიკებზე მცირე ხნით გასეირნებაც საკმარისია იმისათვის, რათა იგრძნო ირგვლივ გამეფებული დაუდევრობა, როგორც მინიმუმ არაგულისხმიერი დამოკიდებულება (ისეთი, როგორიც საქართველოს მოქალაქეებს ახასიათებთ ყველაფრისადმი, რაც მათი საცხოვრებლის ზღურბლს მიღმაა). მიუხედავად იმისა, რომ მარტის ბოლოა და თბილისი აქა-იქ ყვავის, გაზაფხული ზოოპარკის 9 ჰექტარს, ესტაკადასა და ახალ მაგისტრალს მიღმა დარჩა. შეიძლება ეს არასაკმარისი – სამ მილიონიანი  დაფინანსების ბრალი  იყოს, თუმცა მე მაინც მგონია, რომ მიზეზები სხვაგან უნდა ვეძიოთ. მით უმეტეს, რომ ზოოპარკს შემოსავლის სხვა წყაროებიც გააჩნია – ვეტერინარული კლინიკის, მრავალრიცხოვანი ატრაქციონების, გასართობი კუთხეებისა და მცირე ჯიხურების არენდის საფასურის სახით. გარდა ამისა, რეალური ბიუჯეტის დაანგარიშებისას გასათვალისწინებელია ბილეთების  ფასიც. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს თანამშრომელთა ენთუზიაზმის ნაკლებობა. ვინაიდან უკანასკნელის სტიმულირებას ემსახურება ხელფასი, გადავწყვიტეთ დაგვედგინა თანამშრომელთა საშუალო შემოსავალი და ახალი ვოლიერის მშენებლობით დაკავებულ რამდენიმე მამაკაცს მივაშურეთ. როგორც აღმოჩნდა, ეს თემაც ტაბუირებული იყო. რამდენიმე წუთიანი ცხარე დისკუსიისა და თხოვნის შემდეგ, ინტერვიუზე უარი გვითხრეს, თუმცა „კულტურულად“ მიგვანიშნეს, რომ არ არის სწორი დიამეტრულად განსხვავებული ხელფასების საშუალო არითმეტიკულით საშუალო ხელფასის დადგენა. ჩვენ, როგორც მიხვედრილი ახალგაზრდები, დავჯერდით დიპლომატიურ პასუხს და განვაგრძეთ ვოიაჟი, თუმცა მას შემდეგ, რაც თანამშრომლებში მსგავსი განწყობა და სიფრთხილე შევამჩნიე, არასასიამოვნო განცდა დამეუფლა.

მას შემდეგ, რაც ადმინისტრაცია გავკიცხე, დამშვიდებული სინდისით შემიძლია გადავიდე დამთვალიერებლების კრიტიკაზე.  ის, რომ ჩვენთან მოქალაქეები სახელმწიფოს ქონების მიმართ განსაკუთრებული ლოიალურობით არ გამოირჩევიან, ქუჩებსა და სკვერებშიც ჩანს (ასე მარტივი მიზეზის გამო ხდება – მათ არ აქვთ გააზრებული, რომ ეს ქონება მათივე საკუთრებაა). გამონაკლისი არც ზოოპარკია. მიუხედავად, იმისა, რომ მის დასუფთავების სამსახურს ცუდ მუშაობაში ვერ დავადანაშაულებ, დამაკმაყოფილებელ სისუფთავეზე საუბარი რთულია. ვფიქრობ, ესეც დამთვალიერებლების უწესო ქცევით აიხსნება. როგორც მოსალოდნელი იყო, გარდა ზემოთ აღნიშნულისა “ადამიანებმა ასევე არ იციან, როგორ მოიქცნენ ცხოველებთან, ზოგმა არ იცის რომ არ უნდა ესროლოს ცხოველს ქვები, ჯოხები , არ დაარტყას ფეხი ვოლიერს“. ალბათ, ევან ესარს სწორედ ასეთ ზოოპარკში მოუვიდა თავში შემდეგი ფრაზა: „ადამიანთა წარმომადგენლების შესწავლის საუკეთესო ადგილი – ზოოლოგიური ბაღია“.

თბილისის ზოოპარკის ბედით დაინტერესებულთათვის ისიც უნდა იყოს ცნობილი, რომ მისი ქალაქის ცენტრიდან გარეუბანში – ლისის ტბის მიდამოებში გადატანა იგეგმებოდა, თუმცა, ეს იდეა ამ ეტაპზე ისეთივე ბუნდოვანია, როგორც მტვრითა და გამონაბოლქვით გაჯერებული აქაური ჰაერი. მანამდე კი ცხოველები გააგრძელებენ არსებობას ზოოპარკში, რომლის ჭიშკარს მიღმა გაზაფხულია.

ავტორი: A S T U

მცირე წერილი გვერდის სტუმრებს

•ნოემბერი 1, 2013 • 3 Comments

მოგესალმებით, 

ვინაიდან დროებით აღარ ვიმყოფები საქართველოში, ამიტომ ვეღარ ვახერხებ საიტზე ხშირად შემოსვლასა და თქვენი კითხვებისთვის სათანადო ყურადღების მიქცევას. ერთადერთი რისი შემოთავაზებაც შემიძლია გვერდის მკითხველებისათვის, ესაა უკვე არსებული ინფორმაცია სტატიებისა და თარგმანების სახით, კომენტარებში გაცემული პასუხები და განყოფილება “ხშირად დასმული კითხვები” ( https://floranimals.wordpress.com/tutiyushebi/ხშირად-დასმული-კითხვები/ ).

პატივისცემით, 

ავტორი

რჩევები ადმინისტრაციას ))

•ნოემბერი 29, 2012 • 11 Comments

გაგვიზიარეთ თქვენი სურვილები და მოსაზრებები საიტთან დაკავშირებით, შევეცდები შევასრულო ყველაზე პოპულარული თხოვნები და გამოვასწორო ხარვეზები :))

წინასწარ მადლობა

•მარტი 3, 2011 • 5 Comments

ს ა ი ტ ი ს   ს ი ა ხ ლ ე ე ბ ი

მოგესალმებით, საიტზე შეიქმნა ახალი გვერდი “ხშირად დასმული კითხვები”, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად იპოვოთ პასუხი სასურველ კითხვებზე. ესეც გვერდის ლინკი https://floranimals.wordpress.com/საინტერესო-სტატიები/ხშირად-დასმული-კითხვები/ 

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე http://www.facebook.com/pages/ფლორა-და-ფაუნა-wwwFlorAnimalswordpresscom/156035951108642?ref=ts

სალამი

ჩვენი საიტი http://www.FlorAnimals.wordpress.com გათვლილია ქართულ ინტერნეტ სივრცეზე. საიტზე განთავსებული ინფორმაციის ნაწილი საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებითაა დაგროვებული, ნაწილი საიტის მეგობრების მიერაა მოწოდებული, ნაწილიც – ნათარგმნია. შესაბამისად, თუ ფლობთ საინეტერესო მასალას ქართულ ენაზე, ან თარგმანს, ჩვენ მას სიამოვნებით გამოვაქვეყნებთ თქვენი სახელის (ან ნიკის) მითითებით. ინფორმაცია და სურათები შეგიძლიათ დატოვოთ საიტზე კომენტარის სახით ან გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე FlorAnimals@hotmail.com

თუ კი გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები ან თხოვნა (მაგ. გინდათ უფრო მეტი ინფო ცხენების შესახებ) ასევე შეგიძლიათ მოგვმართოთ ზემოთ აღნიშნულ ელ. ფოსტაზე ან დატოვოთ კომენტარი. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს გვერდს Facebook-ზე http://www.facebook.com/pages/ფლორა-და-ფაუნა-wwwFlorAnimalswordpresscom/156035951108642

P.S. იმისათვის რომ არ გამოგეპაროთ საიტზე ახალი ინფორმაციის დამატება, გთხოვთ შეხვიდეთ გვერდზე “საიტის სიახლეები”, სადაც განვათავსებთ იმ გვერდების სახელებს, რომლებზეც ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდების სახელწოდებასთან ამოიკითხოთ -NEW-, რაც ახალი სტატიების პოვნას გაგიადვილებთ.

იმედია, ჩვენს საიტზე თქვენთვის ბევრ საინტერესოს აღმოაჩენთ.
პატივისცემით FlorAnimals


TOP.GE