ახალი ზელანდიის ფლორა და ფაუნა NEW

დიდი თეთრი ღრუბელი”, სწორედ ასე ეძახდნენ პირველი აბორიგენები ახალ ზელანდიას, რომელიც დაახლოებით 80 მილიონი წლის მოსწყდა იმდროინდელ ერთიან უზარმაზარ მატერიკს, რომელსაც გონდვანა ერქვა. ამ მოვლენამ ხელი შეუწყო ახალი ზელანდიის ენდემური, უნიკალური ფლორისა და ფაუნის ჩამოყალიბებას. მაგალითად, ახალი ზელანდიის ფლორის 75% არსად არ გვხდება გარდა ამ კუნძულისა.

სელაპებისა და ღამურის 2 სახეობის გარდა, ახალ ზელანდიაში არ არიან აბორიგენი ხმელეთის ძუძუმწოვრები. ზღვაში კი ძუძუმწოვრები ვეშაპებით და დელფინებით არიან წარმოდგენილნი. ყველა დანარჩენნი (ირემი, ღორი, ვირთხა და ა.შ.) პირველი კოლონისტების მიერ არიან შემოყვანილნი. კუნძულზე ფრინველების უზარმაზარი რაოდენობა ბინადრობს, უფწო ზუსტად კი 250 სახეობა, რომელთაგანაც 73 – ენდემურია ახალი ზელანდიისთივს.

”დიდი თეთრი ღრუბლის” ენდემური არსებები

დავიწყოთ, ზელანდიის ყველაზე ცნობილი და პოპულარული არსებით. კივი, რომელიც კუნძულის არაოფიციალური სიმბოლოა, არის უფრთო ფრინველი. კივის ყველა სახეობას აქვს ძლიერი კიდურები დამგრძნობიარე ბეწვებით დაფარული გრძელი ნისკარტი. მათ კარგად აქვთ განვითარებული სმენა და ყნოსვა, მაგრამ მხედველობა ცუდი აქვთ, რაც ღამის ცხოველებისთვისაა დამახასიათებელი. კივი ერთადერთი ფრინველია, რომლის ნესტოები განლაგებულია ნისკარტის ბოლოს, რაც მათი ცხოვრების სტილით აიხსნება – ფრინველები საკვებს (ჭიაყელებს, ობობებს და მწერებს) ფოთლებსა და მიწაში ეძებენ. კივის ტანი დაფარულია წვრილი ბუმბულით, რომელიც უფრო ბეწვს ჰგავს. მათი სხეულის ტემპერატურა – 38 გრადუსი, სხვა ფრინველებთან შედარებით, 2 გრადუსით დაბალია.

კივის განვითარებული აქვს საკუთარი ტერიტორიის დაცვის ინსტინქტი – მამლები აგრესიულად იცავენ თავიანთ მონაკვეთს და უტევენ ნებისმიერს საზღვრების დარღვევის შემთხვევაში. ჩხუბში, ისინი არა ნისკარტს, არამედ თავიანთ ძლიერ ფეხებს იყენებენ, რომლებზეც გრძელი და ბასრი კლანჭები აქვთ. დარტყმა მეტოქისთვის შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს.

კივი – მონოგამური ფრინველია. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი დიდი ხნით ქმნიან წყვილებს, ზოგჯერ სამუდამოთაც კი. გამრავლების პერიოდი მარტ-აპრილში ეწყებათ. 3 კვირის შემდეგ დედალი ერთ (იშვიათად ორ) კვერცხს დებს, რომელსაც 75-85 დღის განმავლობაში მამალი ათბობს, მას დედალი ენაცვლება 2-3 საათით, როცა მამალი საჭმლის მოსაპოველბად გადის.

ეს ფრინველები რეკორდსმენები არიან დადებული კვერცხის წონის მიხედვით ტანის წონასთან შედარებით. კვერცხის წონა შეადგენს დედალი კივის წონის ¼-ს.

ბარტყები ნელა იზრდებიან და ზრდასრულები 2-3 წლის ასაკში ხდებიან. სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 50 წელია.
სულ კივის 5 ქვესახეობა არსებობს: ჩრდილოეთის კივი, რომელიც ბინადრობს ჩრდილოეთის კუნძულზე, დიდი ნაცრისფერი კივი, როვი – სამხრეთის კუნძულზე ბინადრობს, მცირე ნაცრისფერი კივი (გვხდება მხოლოდ კუნძულ კაპიტიზე) და ჩვეულებრივი კივი (ჩამოთვლილთაგან ყველაზე იშვიათია). ყველა მათგანი წითელ წიგნშია შეტანილი.

სტატიის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით   Jaguar paw-ს

კოკაკო – ტყის ფრინველი, სხეულის სიგრძით დაახლოებით 40 სმ. სხეულის ფერი მერყეობს რუხიდან შავამდე, თავზე აქვს შავი ნიღავი, ხოლო ნისკარტის გვერდებზე მ ქვესახეობის შესაბამისად აქვს ლურჯი ან წითელი ფერის საყურეები. ლურჯი საყურეები დამახასიათებელია კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მობინადრე ქვესახეობისათვის (Callaeas cinerea wilsoni), წითელი – სამხრეთი ნაწილისათვის (Callaeas cinerea cinerea). თუმცა, უფრო სწორია იმის თქმა, რომ სამხრეთის ქვესახეობა უკვე გადაშენებულია, რადგან ის არავის უნახავს უკვე 33 წლის განმავლობაში. და იმის მიუხედავად, რომ 2007 წლის იანვარში ის ოფიციალურად აღიარებულიქნა გადაშენებულად, მაინც რჩებიან ენთუზიასტები, რომლებიც თვლიან, რომ სახმრეთის კოკაკო ჯერ კიდევ შემორჩენილია კუნძულის ზოგ ნაწილში, მაგრამ თვითმხილველების მონაყოლების გარდა, არ არსებობს ამის დამასაბუთებელი მასალა.

კოკაკო იკვებება მწერებით, ჭიაყელებით და კენკრით. ჩიტები ბუდობენ ხის კრონის ქვედა ნაწილებში, სადაც დედალი დებს 2-3 კვერცხს.
კოკაკოს აქვს ძალიან სპეციფიური,ბუკისმაგვარი ხმა.

ოდესღაც, ეს ფრინველი ფართოდ იყო გავრცელებული მთელ კუნძულზე, მაგრამ როგორც ახალი ზელანდიის ჩიტების უმეტესობა, ის გახდა ინტროდუცირებული ცხოველების მსხვერპლი. დღესდღეობით შემორჩენილია კოკაკოს დაახლოებით 400 წყვილი. მათ გადარჩენაზე ზრუნავს მსოფლიოს არაერთი ზოოპარკი, რომელიც ცდილობს მათ მასობრივ გამრავლებას ტყვეობაში.

კოკაკო გამოსახულია ახალი ზელანდიის 50 დოლარიანი ბანკნოტის უკანა მხარეს.

ტუი -Meliphagidae-ს ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელია.

ახლოდან შეხედვისას კარგად ჩანს, რომ ტუის ზურგი და გვერდები მკრთალი ყავისფერია, ტანი მზის სხივების დაცემის სხვა და სხვა კუთხის ქვეშ მრავალი ფერებით ბზინავს. კისერის გარშემო კი თეთრი ბუმბულების წვრილი რიგია განლაგებული, რომელიც საყელოს შთაბეჭდილებას ჰქმნის.

ტუი, ძალიან ჭკვიანი ფრინველია და ინტელექტით ფაქტიურად არ ჩამოუვარდება თუთიყუშებს. მამლები ძალიან ტერიტორიულები არიან. თავისი საშუალო ზომების მიუხედავად (30 სმ), ისინი თავგანწირვით იცავენ თავიანთ ტერიტორიას ნებისმიერი არასასურველი სტუმარისგან, ტუის სხვა მამლით დაწყებული ახალზელანდიური შევარდენით დამთავრებული.

თავისი ხმით მათ ადამიანის ლაპარაკის იმიტირება შეუძლიათ. განსაკუთრებულად მოწყობილი ”ორუჯრედიანი” ხმის აპარატის წყალობით, ფრინველები გამოსცემენ მრავალ ხმებს, ისეთებსაც კი, რომლის მოსმენა ადამიანის ყურს არ შეუძლია.

ძირითადად ტუი ნექტარით იკვებება, რომელსაც გრძელი, ბოლოზე პატარა ფუნჯისნაირი ენით წრუპავს ყვავილებიდან. თუმცა უარს არ იძახის მცირე ზომის მწერებზე და მწიფე ხილზეც. ნექტარით კვებამ ეს ფრინველები ახალი ზელანდიის ფლორას მნიშვნელოვან სამტვერებელ ფაქტორად აქცია.

მრავლდებიან სექტემბერ-ოქტომბერში. დედალი გვიმრებისგან და ხავსისგან თვითონ აშენებს ბუდეს, მარტო უვლის და ზრდის ბარტყებს, რომლებიც 3 კვირაში იწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას.
შეიძლება ითქვას, რომ ტუი-ერთადერთი ახალზელანდიური ფრინველია, რომლის რაოდენობა არა თუ შემცირდა ადამიანების მოსვლის შემდეგ, არამედ კიდევ უფრო გაიზარდა და გაფართოვდა მათი საცხოვრებელი არეალიც.

როგორც ზემოთ იყო ნახსენები, ტუი – მაღალი ინტელექტის პატრონია. სწორედ ამის გამო, ბევრს ისინი მოშინაურებლები ჰყავთ. ზოგი ერთი, სტუმრებისთვის ფლოსტების მოტანასაც კი სწავლობს.


დატოვე კომენტარი