ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ქალაქ ბათუმის მახლობლად – მწვანე კონცხზე მდებარეობს მსოფლიოში ცნობილი ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რომელიც დაარსდა 1912 წელს. მისი ფართობი 112,5 ჰა შეადგენს. ბაღი ზღვის დონიდან 0-220 მ სიმაღლეზეა გაშენებული და მოიცავს ლანდშაფტის ყველა იმ ელემენტს, რომელიც საქართველოს შავი ზღვისპირეთის რელიეფისთვისაა დამახასიათებელი.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღი სამეცნიერო-კველევითი და საგანმანათლებლო სანახაობითი დანიშნულების დაწესებულებაა. ბაღში მიმდინარეობს ფუნდამენტური ხასიათის თეორიული და ექსპერიმენტული კვლევები მცენარეთა ინტროდუქციისა და აკლიმატიზაციის, მცენარეთა სელექციის, ადგილობრივი ფლორის და ბუნების დაცვის მიმართულებებით. ბაღს აქვს პერიოდული გამოცემა “ბათუმის ბოტანიკური ბაღის მოამბე”, ყოველწლიურად იბეჭდება თესლთა კატალოგი – “Indexs Seminum”, რომელიც მსოფლიოს მრავალ ბოტანიკურ ბაღს ეგზავნება

საკონტაკტო ინფორმაცია:
მისამართი: ბათუმი, მახინჯაური, მწვანე კონცხი;
ბათუმის ბოტანიკური ბაღი მუშაობს 10.00. სთ-დან 17.00 სთ-მდე;
შეგიძლიათ ისარგებლოთ N 150 და N 1 სამარშრუტო ტაქსებით;
ელ.ფოსტა: info@batumibotanicalgarden.com

ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი – ეთერ მაჭუტაძე.
მობ.: 893 34-02-64. 877 40-50-62;
ტელეფონი: 9 35 11; 9 35 31. 890 34-02-64

საიტი: http://www.batumibotanicalgarden.com


One Response to “ბათუმის ბოტანიკური ბაღი”

  1. yleebooo

დატოვე კომენტარი