ცხენები

გთხოვთ!

ამ საიტიდან რომელიმე ფორუმზე ინფორმაციის განთავსების შემთხვევაში, მიუთითოთ პირველწყარო (ანუ ჩვენი საიტი) – www.FlorAnimals.wordpress.com

დედამიწაზე უამრავი ლამაზი არსება ბინადრობს, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კი სწორედ ცხენია. არა ერთ პოეტსა თუ მხატვარს, ამ ცხოველის გრაციოზულობით მოხიბლულს, მიუძღვნია მისთვის თავისი შემოქმედება, რომელიც საბოოლოოდ შედევრებად ქცეულა.

განვიხილოთ ამ საოცარი არსებების რამდენიმე პოპულარული ჯიში:

ინგლისური დოღის ცხენი (Thoroughbred, Чистокровная верховая)
ცხენის ეს ჯიში ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც დოღის ცხენი. სიტყვა thoroughbred ხანდახან გამოიყენება ნებისმიერი სუფთა სისხლის ცხენის აღსანიშნავად, მაგრამ ტექნიკურად ის ეხება მხოლოდ კონკრეტულ ჯიშს. ინგლისური დოღის ცხენის სიმარდის და სულისკვეთების გამო, მათ „ცხელსისხლიან“ ცხენებად მიიჩნევენ.

ინგლისური დოღის ცხენი, იმ სახის როგორიც დღესაა ცნობილი, გამოიყვანეს 17-18 საუკუნეების ინგლისში, როდესაც ადგილობრივი ფაშატები შეაჯვარეს ჩამოყვანილ არაბულ ულაყებთან. ამ ჯიშის ყველა თანამედროვე ცხენი, 3 ჩამოყვანილი ულაყისა (XVII-XVIII სს.) და 74 ადგილობრივი ფაშატის შეჯვარებით მიიღეს. XVIII-XIX საუკუნეებში სუფთა სისხლის ინგლისური დოღის ცხენი მთელ მსოფლიოში გავრცელდა; ისინი 1730 წელს გადაიყვანეს ჩრდილოეთ ამერიკაში, სწორედ ამის შემდეგ იწყება მათი გავრცელება დანარჩენ მსოფლიოში. დღესდღეობით მთელს მსოფლიოში მილიონობით სუფთა სისხლის დოღის ცხენი არსებობს და ყოველწლიურად 118000 კვიცი რეგისტრირდება.

ეს ჯიში ძირითადად დოღისთვის გამოიყენება, მაგრამ მათ ასევე ამრავლებენ სხვა საცხენოსნო დისციპლინებისთვისაც, როგორებიცაა show jumping, combined training, dressage, polo (ცხენბურთი), და fox hunting (მელაზე ნადირობა). ასევე ხშირია ინგლისური ცხენების შეჯვარება სხვა ჯიშის ცხენებთან, რათა მიიღონ ახალი ჯიშის ცხენები, ან გააუმჯობესონ არსებულები. ამან გავლენა მოახდინა ბევრი მნიშვნელოვანი ჯიშის ჩამოყალიბებაზე, როგორიცაა the Quarter Horse, the Standardbred, the Anglo-Arabian და სხვადასხვა warmblood-ის ჯიშის ცხენებზე.

სუფთა სისხლის დოღის ცხენები მაქსიმალური დატვირთვით გამოდიან, რაც იწვევს დიდი რაოდენობით უბედურ შემთხვევებს და ჯანმრთელობის პრობლემებს. დამტკიცებულია, რომ დოღში ყველაზე მაღალია ფატალური დასასრულის პროცენტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ლეგალურ სპორტში. ასევე, thoroughbred – ის ჯიშის ცხენებს აქვთ მიდრეკილება სხვა სირთულეების მიმართაც. მაგალითად, ფილტვებიდან სისხლის დენა, დაბალი ნაყოფიერება, აქვთ არანორმალურად პატარა გულები და პატარა ჩლიქები სხეულის მასასთან შედარებით. არის სხვადასხვა თეორიები ინგლისური ცხენების ხშირ ინციდენტებთან და ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით, სამეცნიერო კვლევები კვლავაც გრძელდება.

ტერმინოლოგია:
The Thoroughbred (სუფთა სისხლის) – ითვლება ცხენის კონკრეტულ ჯიშად, თუმცა ხალხი ხშირად ხმარობს ამ სიტყვას ნებისმიერი წმინდა სისხლის ცხოველის აღსანიშნავად. ნებისმიერი ცხენი, ან სხვა ცხოველი, რომელიც გარკვეული ჯიშის გენეალოგიას მიჰყვება არის სუფთა სისხლის. მიუხედავად ამისა, ტერმინი Thoroughbred შევიდა ხმარებაში, როგორც ცხენის ჯიში, რადგან ეს იყო ერთ-ერთი პირველი დარეგისტრირებული ცხენის ჯიში. დღესდღეობით სეცდომად ითვლება, ნებისმიერ სუფთა სისხლის ცხოველის ტერმინით Thoroughbred მოხსენიება, რადგან, როგორც უკვე აღინიშნა, ეს ტერმინი ცხენის კონკრეტულ ჯიშს აღნიშნავს.

ჯიშის მახასიათებლები:
ტიპიური სუფთა სისხლის ინგლისური ცხენი იზრდება 157-დან 173 სანტიმეტრამდე (საშუალოდ 15.2 – 17.0 მტკაველი). საშუალონსიმაღლედ კი 163 სანტიმეტრია მიჩნეული (16 მტკაველი). ყველაზე გავრცელებული ფერებია: წაბლისფერი (bay); მუქი ყავისფერი (seal brown); ღია წაბლისფერი, მოწითალო (chestnut); შავი (black); რუხი (gray);
ამერიკაში შეიმჩნევა ნაკლებად გავრცელებული ფერებიც, როგორიცაა ლურჯა ( roan) და ე. წ. Palomino (ოქროსფერი ცხენი თეთრი ფაფრითა და კუდით). თეთრი ფერი ყველაზე იშვიათია, მაგრამ არის აღიარებული ფერი, ნაცრისფრისგან გამოყოფილი.

სუფთა სისხლის ინგლისური ცხენის “სახე” და ფეხები შესაძლოა დაფარული იყოს თეთრი ლაქებით, მაგრამ თეთრი ფერი ძირითადად არ გვხვდება ტანზე. ისეთი ცხენი, რომელსაც ერთზე მეტი შეფერილობის ბეწვი აქვს, მაგალითად როგორიცაა ლაქებიანი(pinto)
ან აპალუსა (appaloosa), არ ითვლება სუფთა სისხლის ცხენად.
ინგლისური დოღის ცხენს აქვს კარგად გამოყვანილი “სახის” ფორმა და გრძელი კისერი, ღრმა მკერდი, მოკლე ზურგი, გამხდარი ტანი და გრძელი ფეხები.

ინფორმაციის მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით forMJJ


9 Responses to “ცხენები”

  1. მე პირადზდ დზალიან მომწონს ცხენები და მომავალში ვაპირებ ცხენების ფერმის გახსნას

  2. sagoll magrad mainteresebda cxenebze da rac mindoda gavigee

  3. მაგარიაააააააააა

  4. vaimee rogor miyvars cxenebi,, mewyina me rom cxeni gamiyides -_-

  5. martlac

  6. ოქროს ფერის ცხენები მევასება და ძალიან მინდა ყიდვა თუ არის შესაძლებელი საქართველოში ვიყიდო ან ჩამოვიყვანო და საიდან ხდება ჩამოყვანა ვის უნდა დავუკავშირდე ამის შესახებ?

  7. სადმე ცხენების ფერმა იცით ბათუმში? ძალიან მიყვარს ცხენები, ჩემი ოცნებაა მყავდეს ცხენი!

  8. ძალიან გთხოვთ მითხარიით სად შეიძლება და რაფასში სუფთა სისხლის კვიცის ყიდვა სასურველია წმინდა ინგლისურის სისხლის იყოს ან ახალთექური და დაახლოებით რა ერირება

დატოვე კომენტარი