თბილისის ზოოპარკი

თბილისის ზოოპარკი

თბილისისი ზოოლოგიური პარკი 1927 წელის 10 თებერვალს დაარსდა და დამთვალიერებელთა უდიდესი მოწონება და სიყვარული მალევე დაიმსახურა. დღესაც თბილისის ზოოპარკი დედაქალაქის ყველაზე ეგზოტიკური და სიცოცხლით აღსავსე პარკია, რომლის ბინადართა რაოდენობა დღითი დღე იზრდება და დამთვალიერებლებსაც უფრო მეტ სანახაობებსა და მომსახურებას სთავაზობს.

თბილისის ზოოპარკში ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოყვანილ ცხოველთა 300-მდე სახეობა შეგიძლიათ მოინახულოთ. მათ შორის: თეთრი მარტორქები, თეთრი ვეფხვები, თეთრი ლომები, უსურიული ვეფხვი, გარეული აფრიკული ძაღლები და სხვა,რომელებიც მსოფლიოს ერთ-ერთ უიშვიათეს სახეობებს წარმოადგენენ და ველურ ბუნებაში მცირე რაოდენობითღა არიან დარჩენილნი.

Maria Callas in Medea directed by Pier Paolo Pasolini - Copy

ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ ეგზოტარიუმსაც, სადაც ქვეწარმავალთა და ზღვის ულამაზეს ბინადართა მნიშვნელოვანი მრავალფეროვნებაა.

ზოოპარკის სტუმრებს შემეცნებისა და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობაც ეძლევათ.
აქ ფუნქციონირებს ბავშვთა საგანმანათლებლო ცანტრი, სადაც 5-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს უტარდებათ ინფორმაციით სავსე და ამასთანავე სახალისო ტიპის ლექციები ცხოველთა, მცენარეთა სამყაროსა და მათი წარმომადგენლების შესახებ.

Maria Callas in Medea directed by Pier Paolo Pasolini - Copy

პარკის ტერიტორიაზე გარდა ცხოველების დათვალიერებისა, შეგიძლიათ გაერთოთ სხვადასხვა ატრაქციონებით, ისეირნოთ პონებით, ან პარკის კაფესა და სანაყინეს ესტუმროთ.

სამუშაო საათები:

1 მაისიდან – 1 ოქტომბრამდე
09:00 სთ- დან 21:00 სთ-მდე

1 ოქტომბრიდან – 1 მაისამდე
10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე

შესვლის საფასური:

3 – წლამდე ვიზიტორებისათვის შესვლა უფასოა.

3 – დან 12 – წლამდე – 1 ლ.

12 – დან ზევით – 2 ლ.

სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენელთათვის

შესვლა უფასოა (აუცილებელია შესაბამისი ბარათის წარმოდგენა)

ზოოპარკის ტერიტორიაზე ქცევის წესები:

> არ შეიძლება ზოოპარკი ბინადარი ცხოველების კვება ვიზიტორების მიერ;

> დაუშვებელია ცხოველების შემოყვანა (თუ ეს ცხოველი არ მიჰყავთ ზოოპარკის ტერიტორიაზე არსებულ ვეტერინარულ კლინიკაში);

> დაუშვებელია ალკოჰოლური სასმელების მიღება;

> აკრძალულია ნასვამ მდგომარეობაში და ცეცხლსასროლი, ან ცივი იარაღით შემოსვლა.
თბილისის ზოოპარკის ვებ-გვერდი: http://www.zoo.ge/

 


3 Responses to “თბილისის ზოოპარკი”

  1. mahvenet akvariumebi

  2. wadi mamuka zoo magaziashi da naxe ramdeni akvariumic ginda

  3. 😀 😀

დატოვე კომენტარი