ყელსაბმიანი თუთიყუშები

გთხოვთ!

ამ საიტიდან რომელიმე ფორუმზე ინფორმაციის განთავსების შემთხვევაში, მიუთითოთ პირველწყარო (ანუ ჩვენი საიტი) – www.FlorAnimals.wordpress.com

ძალიან ლამაზი და გრაციოზული ფრინველები არიან. სიგრძით 30-დან 50 სანტიმეტრამდე არიან. ფრთის სიგრძე 16 სმ. მათი ძირითადი მახასიათებელია გრძელი, საფეხურებიანი კუდი. ნისკარტი მომრგვალო ფორმის აქვთ, დიდი. შეფერილობა ძირითადად მწვანე აქვს, კისრის ირგვლივ აქვთ ყელსაბმის მსგავსი ზოლი, ზოგიერთებს კი ჰალსტუხის. ფრთები მათ გრძელი და წაწვეტებული აქვთ. მდედრისა და მამრის შეფერილობა განსხვავებულია. 3 წლის ფრინველები ღებულობენ საბოლოო ზრდასრულ სახეს. ამ გვარის ფრინველებს სუსტი და პატარა ფეხები აქვთ, რის გამოც მიწაზე სიარულისას იყენებენ ნისკარტს, როგორც მესამე კიდურს.

გავრცელებული არიან სამხრეთ აზიაში და აღმოსავლეთ აფრიკაში. ზოგიერთი სახეობები ხელოვნურად გადაიყვანეს მადაგასკარსა და ავსტრალიაში, სადაც ისინი ავიწროვებენ აბორიგენულ ფრინველებს საკვებისა და ბუდობის ადგილებიდან.

სახლობენ ტყეებსა და კულტურულ მცენარეთა პლანტაციებში. ადრე დილით და საღამოს მიფრინავენ საკვების საშოვნელად და შემდეგ კი წყლის სასმელად. შუალედებში ისინი ისვენებენ მაღალ ხეებზე. იკვებებიან გარეული კულტურების ნაყოფითა და თესლებით.
ბუდეში მათ 2-დან 4 კვერცხამდე აქვთ. კვერცხებს ძირითადად მდედრი აზის. მამრი კვებავს მას და იცავს ბუდეს. ბარტყები იჩეკებიან 22-28 დღის ასაკში, ხოლო ბუდეს 6-8 კვირის ასაკში ტოვებენ. ერთ სეზონში 2-ჯერ გამოყავთ ბარტყები, პატარა სახეობები კი 3-საც ასწრებენ.
პოპულარული ფრინველები არიან მოყვარულებს შორის. ისინი ადვილად ეგუებიან ოთახის პირობებს, ადვილად ეჩვევიან ადამიანსაც. შეუძლიათ ცალკეული სიტყვებისა და ფრაზების დამახსოვრება. მათი ერთადერთი ნაკლია ძლიერი და მეტად არასასიამოვნო ხმა.

ყელსაბმიანთა გვარი შესდგება 15 სახეობისაგან, 2 მათგანი კი გადაშენებულია. ესენია:
1. ვარდისფერმკერდიანი ყელსაბმიანი თუთიყუში.
2. ზურმუხტის ყელსაბმიანი თუთიყუში.
3. ნიკობარის ყელსაბმიანი თუთიყუში.
4. მალაბარის ყელსაბმიანი თუთიყუში.
5. ლურჯთავიანი ყელსაბმიანი თუთიყუში.
6. ჩინური ყელსაბმიანი თუთიყუში.
7. მავრიის (მავრული) ყელსაბმიანი თუთიყუში.
8. ალექსანდრიის ყელსაბმიანი თუთიყუში.
9. ნიუტონის ყელსაბმიანი თუთიყუში.
10. ნაცრისფერთავიანი ყელსაბმიანი თუთიყუში.
11. კრამერის ყელსაბმიანი თუთიყუში.
12. ჰიმალაის ყელსაბმიანი თუთიყუში.
13. წითელთავიანი ყელსაბმიანი თუთიყუში.
14. სეიშელის ყელსაბმიანი თუთიყუში.
15. ძაფისებრკუდიანი ყელსაბმიანი თუთიყუში


დატოვე კომენტარი